ახალი ამბები
მაღაროელები სახლხო დამცველს შეხვდნენ
FaceBook
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მაღაროელებმა სამსახურიდან გათავისუფლების, შრომის პირობების დაცვისა და კომპენსაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და სახალხო დამცველს პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შუამდგომლობა სთხოვეს.

"სახალხო დამცველმა პრობლემის მასშტაბურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სწორედ მანგანუმის მაღაროში იყო დასაქმებული, ათასობით ადამიანის უმუშევრად და საარსებო წყაროს გარეშე დატოვებით კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც არღვევს ადამიანის შრომისა და ღირსეული ცხოვრების უფლებებს. [...] სახალხო დამცველი მაღაროელებს დაჰპირდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა მათი გასაჭირი გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანოს", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. პირველი აპრილიდან მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ და ჭიათურის მერიის შენობასთან ორი კარავი გაშალეს. 4 აპრილს ორმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, თუმცა, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელის რჩევით, პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვაზე უარი თქვეს.

ჭიათურაში პროტესტი 28 თებერვლიდან მიმდინარეობს. მაღაროელები სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:34 / 12.04.2025
"ნუ გადაგვიჭრით ფესვებს", "არა სულორი ჰესს", "არა ჰესის მშენებლობას" - ამ სლოგანით ვანის სოფელ სულორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის
მოწყობა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ
უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.
12:45 / 12.04.2025
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.