ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი.
დამწვარია 5 ჰა ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული
რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა
გართულებულია, რის გამოც ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის
მობილიზება მოხდა. ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების
შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.
დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები