"ვცხოვრობთ უმძიმეს პირობებში" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)
18:00 / 14.10.2017
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია,
მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც
ის გმირია.
ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც
ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები
საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, დარეჯან აბულაძეა.
დარეჯან აბულაძე, ქუთაისში ბარნოვის #2-ში მშობლებთან,
დედმამიშვილებთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი
უფროსი ვაჟი 13 წლის არის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. დარეჯანის
თქმით, წლებია ახალ საცხოვრებელში გადასვლა სურს, თუმცა,
უასახსრობის გამო ამას ვერ ახერხებს.
მისი შემოსავალი უფროსი შვილის პენსია. თუმცა, დარეჯან აბულაძის
თქმით, პენსია საკამარისი არ არის ამიტომ ის ყოველდღე სახლებს და
კომერციულ ფართებს ალაგებს მიღებული თანხით კი მხოლოდ საკვების და
წამლების ყიდვას ახერხებს.
ნახეთ ხათუნა საჯაიას ადამიანური ისტორია ვიდეოსიუჟეტში:
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები