"მინდა საქართველოში აქტიური ახალგაზრდობა იყოს" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)
18:30 / 04.08.2017
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების
ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები,
რომელშიც ის გმირია.
ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც
ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები
საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, სტუდენტი ირაკლი
თევზაძეა.
ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე
სწავლობს. ახლა მეორე კურსის სტუდენტია.
პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის" გამგეობის
წევრია და სხვადასხვა აქტიობებში აქტიურად ერთვება. მისი თქმით,
ქუთაისში ახალგაზრდები ნაკლებ აქტიურები არიან. მას ამის მაგალითად
პარლამენტის ქუთაისში დარჩენა მოჰყავს, მისი თქმით, ახალგაზრდული
ცხოვრების მეტი გააქტიურებისთვის პარლამენტის ქუთაისში დარჩენა
აუცილებელია.
ის ამბობს, რომ ამ მხრივ ქუთაისში ახალგაზრდები ნაკლებ ინიციატივას
იჩენენ.
"მაშინ როდესაც აქციები იმართებოდა და ვითხოვდით პარლამენტის ქუთაისში
დარჩენას ახალგაზრდები არ აქტიურობდნე. მათი სამოქალაქო ჩართულობა
სამწუხაროდ დაბაია. არადა ეს აუცულებალია" - ამბობს ირაკლი
თევზაძე.
რატომ არის ირაკლისთვის მნიშვნელოვანი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა
და რას მოუწოდებს ის ახალგაზრდებს. ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები