"გააძვირონ და ხალხი შეჭამონ" - ქუთაისელები გაზის ტარიფის მომატებაზე (ვიდეო)
18:01 / 20.07.2017
ქუთაისში გაზის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ. ადგილობრივების
თქმით, მოსახლეობას ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა ძველი
ტარიფითაც უჭირდა.
მიმდინარე წლის 20 ივლისიდან იმერეთში 133 600 აბონენტი მოხმარებულ
ბუნებრივ აირს გაზრდილი საფასურით გადაიხდის.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით,
რეგიონებში გაზის ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა.
"იმერეთში სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში ტარიფი 56. 94 იქნება,
ხოლო "საქორგაზის" აბონენტები 57.01 თეთრს გადაიხდიან", - განაცხადეს
სემეკში ქუთაისიპოსტთან საუბარში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი ტარიფები გაზის მიმწოდებელი
კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად დადგინდა.
იმერეთის რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ცვლილება არ
შეხებია, საჩხერეა. "საჩხერე გაზის" 16 000 აბონენტი ბუნებრივი აირის
მოხმარების საფასურს ძველი ტარიფით გადაიხდის. სემეკში ამბობენ, რომ
ამ კომპანიას მათთვის ფასის ცვლილების მოთხოვნით არ მიუმართავს.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები