აირბალონების სავალდებულო ინსპქეტირების პრობლემები ქუთაისში (ვიდეო)
12:00 / 10.07.2017
2018 წლის 1 იანვრიდან აირბალონების შემოწმება სავალდებულო ხდება.
ქუთაისში მძღოლებისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ამ დროისთვის
ქალაქში გაზზე მომუშავე ავტომობილების ინპექტირების უფლებამოსილი
ორგანო არ არსებობს.
რა განმარტებას აკეთებენ ეკონომიკის სამინისტროში და როდის მოგვარდება
ეს პრობლემა ნახეთ სიუჟეტში:
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის
განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების
და უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხებს 2014 წელს მიღებული საქართველოს
მთავრობის #80 დადგენილება არეგულირებს.
2015 წლიდან, მასში შესული ცვლილებების თანახმად, (მთავრობის № 437 დადგენილება) აირბალონიანი მოწყობილობის
სისტემის იდენტიფიკაცია და ტექნიკური შემოწმება სავალდებული გახდა.
ამასთანავე, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა პირმა უნდა
შეამოწმოს აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმების
დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი არქონის შემთხვევაში, ჩაატაროს
მოწყობილობის შემოწმება.
მთავრობის დადგენილებით, ნახშირბადიანი ფოლადისგან ან
ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 3
წელიწადში ერთხელ, ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების
პერიოდული შემოწმება - 5 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.
იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის
მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში
ერთხელ.
საქართველოში რამდენ ავტომობილს აქვს დამონტაჟებული აირბალონი, ამის
შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. არაოფიციალური მონაცემებით კი
მათი რიცხვი 250 000-დან 300 000-მდეა.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები