ქუთაისში საჯარო სკოლის ეზოში მამის მიერ მეცხრეკლასელი შვილის
ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სკოლის დირექციამ მეცხრეკლასელი გოგონას მშობლები დაიბარეს.
დირექციაში დაბარების შემდეგ, მამამ მისი შვილი სკოლის ეზოში ცემა.
გოგონას მამა წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა,
საქართველოში კი დეპორტაციის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ
დაბრუნდა.
ნაცემი მეცხრეკლასელის მამა საპარტულო პოლიციამ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება
126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები