"ხედვა სამზარეულოდან" - ოთხი ქალი ლარის გაუფასურებაზე (გადაცემა)
10:53 / 14.11.2016
ქუთაისიპოსტი იწყებს გადაცემას „ხედვა სამზარეულოდან“.
ჩვენი მიზანია გავიგოთ, რას ფიქრობენ რიგითი ადამიანები სხვადასხვა
აქტუალურ საკითხებზე.
მედიაში მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ მხოლოდ ექსპერტებს,
პოლიტიკოსებს, ან ამბის უშაულო მონაწილეებს იწვევენ, ამ დროს კი
რიგითი ადამიანების შეხედულებები ყურადღების მიღმა რჩება.
თუმცა, სწორედ ჩვენს ირგვლივ მყოფ რიგით ადამიანებზე ახდენს გავლენას
ყველა მოვლენა, შესაბამისად, ძალიან საიტერესოა მათი შეხედულება ამა
თუ იმ პრობლემის მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
ჩვენ სწორედ თქვენი მოსაზრებების მოსმენა გვსურს. მომდევნო გადაცემაში
ნებისმიერი თქვენგანი შესაძლოა იყოს ჩვენი გადაცემის სტუმარი.
გადაცემის ფორმატი გულისხმობს 4 სხვადასხვა ასაკისა და საქმით
დაკავებული ქალბატონის ჩართვას, ისინი სტუდიაში სკაიპის მეშვეობით
გაგვესაუბრებიან, სწორედ მათი ხედვა სამზარეულოდან შესაძლოა ყველაზე
საინტერესო აღმოჩნდეს.
რატო ქალები? - საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალის როლი
სამზარეულოში და ოჯახზე ზრუნვით შემოიფარგლება და მათი შეხედულებები
ატუალურ საკითხებზე ნაკლებად ჩანს. სწორედ ამიტომ, გამომდინარე იქედან
რომ ნესმიერი ასაკის და გენდერული ნიშნის მიუხედავად, ჩვენთვის ყველა
ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ, რომ ამ გადაცემის ყველა
სტუმარი ქალი იქნება.
პირველი გადაცემის თემაა ვალუტის კურსი. რა პრობლემებს ქმნის ლარის
გაუფასურება მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში.
გადაცემის სტუმრები არიან - მაიკო ჭოლაძე, რომელიც საფინანსო
სექტორშია დასაქმებული, დიასახლისი - რუსიდან მეფარიშვილი, ჟურნალისტი
- ქეთი ბერძენიშვილი და ლელა ჯიშკარიანი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი
აქვს.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები