შენობაში
პირველად წმინდა ნინოს სასწავლებლი იყო, რომელსაც ქალთა
გინაზიას
უწოდებდნენ.
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ
ნაგებობებზე,
რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია უკავშირდება თითოეულ
მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად
მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა
ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო
გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია
გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული
ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე-ზე ადევნეთ თვალი ჩვენს
რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის
მესამე საჯარო სკოლის შენობას?
(ნახეთ ვიდეო).
###
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის შენობაში
წინა საუკანეში სხვადასხვა უწყება იყო განთავსებული. თუმცა, შენობა
თავის დროზე სასწავლო დანიშნულებისთვის აშენდა.
შენობაში პირველად წმინდა ნინოს სასწავლებლი იყო, რომელსაც ქალთა
გინაზიას უწოდებდნენ. ქალთა გინაზიის შემდეგ კი, შენობის ნაწილში
სამთო სამშენებლო ტექნიკუმი, ხოლო ნაწილში გრუზუგოლმა დაიკავა.
წიგნის "ქუთაისო ჩემო დედავს" -ის ავტორის ზურაბ ჯავახაძე იხსენებს,
80-იან წლებში შენობაში შენობა ტყიბულის ქვანხაშირის სამმართველოს
გადაეცა. სწორედ, ამ სამმართველოს გაუქმების შემდეგ შენობაში ქალაქის
მესამე საჯარო სკოლა განთავსდა, რომელიც მანამდე წერეთლის ქუჩაზე,
ამჟამინდელ, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში იყო განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები