საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისში, რომლითაც ვერავინ სარგებლობს (ვიდეო)
14:14 / 22.03.2019
ქუთაისში, ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობის მიუხედავად,
მერვე წელია მათი ფუნქციონირება მოუგვარებელი პრობლემაა.
საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრომლემის მოსაგვარებლად, ქუთაისის
მერია მათ იჯარის ფორმით გასცემს.
ცენტრალურ ბულვარში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ჯავახიშვილისა და ავტომშენებლის ქუჩებზე მდებარე საპირფარეშოები,
მერიამ ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით აუქციონზე უკვე გაიტანა.
მერიის ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ ოთხივე საპირფარეშო
ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს. მერიაში
ირწმუნებიან, რომ საპირფარეშოების გასხვისება პრობლემას
მოაგვარებს.
"სავალდებულოა, ქალთა და მამაკაცთა განყოფილება გამოყოფილი იყოს. რაც
შეეხება სერვისის თანხა, ის შეთანხებული უნდა იყოს მერიასთან", -
განმარტავენ მერიის ეკონომიკის სამსახურში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით
იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში
ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ
2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის განმავლობაში
პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები