საზოგადოება
გაზრდილი საარსებო წყარო - საქველმოქმედო პროექტი დევნილებისთვის
FaceBook
ქუთაისსა და წყალტუბოში 100 - ზე მეტ დევნილ ოჯახს საარსებო წყარო გაუჩნდა

"გაზრდილი საარსებო წყარო დღეს და ძლიერი მომავალი თაობა ხვალ" - ეს "საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის" პროექტის მთავარი სლოგანია, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისსა და წყალტუბოში 100- ზე მეტ დევნილ ოჯახს საარსებო წყარო გაუჩნდა.

პროექტის "დამოუკიდებლობიდან თვითკმარობამდე" - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ფარგლებში დევნილებს 500 დან 4000 ევრომდე ღირებულების ბიზნესიდეები დაუფინანსდათ.

სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური ინვენტარი, სილამაზის სალონისთვის საჭირო ნივთები, საკონდიტრო და სამკერვალო მოწყობილობები, ელექტროხელსაწყოები - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დევნილებს გადასცეს.




სწორედ ამ პროექტის საშუალებით აიხდინა ოცნება წყალტუბოში მცხოვრებმა აკაკი მარგიანმა.

61 წლის დევნილი ელექტროხელსაწყოების არქონის გამო, წლების განმავლობაში მუშაობას ვერ ახერხებდა, რის გამოც პროფესიით ელექტროშემდუღებელი საარსებო მინიმუმის გარეშე იყო დარჩენილი.

"ოცნება ავისრულე ამ პროექტის საშუალებით.  ხელსაწყოები, რომლებიც მქონდა არ იყო ხარისხიანი და მალევე გაფუჭდა, შეძენის საშუალება კი არ მქონდა.  ეს ახალი სამუშაო იარაღები ჩემთვის იგივეა, რაც მარჯვენა ხელი," - ამბობს აკაკი მარგიანი.

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთის" დახმარებით, იგი უკვე თავის ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა.

მარგიანის მსგავსად, "საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა აფხაზეთმა" სხვა დევნილ ოჯახებსაც მისცა საშუალება დაწყებული საქმიანობა გაეგრძელებიათ ან ახალი საქმე წამოეწყოთ.

დევნილთა საარსებო წყაროების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ცენტრის მიერ 500-მდე ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა.

ბენეფიციართა შერჩევა, რომლებსაც საქველმოქმედო ცენტრმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად დახმარება გაუწია, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გრანტები თემების სპეციფიკის მიხედვით სხვადასხვა ოდენობით გაიცა.

2000 ევროიანი გრანტი იმ დევნილებს გადაეცათ, რომლებსაც არსებული ბიზნესის განვითარება სურთ. გრანტის მაქსიმალური რაოდენობა 4000 ევრო კი იმ ბიზნეს-სტრუქტურებისთვის არის გათვალისიწინებული, ვინც ბიზნესსაქმიანობაში ახალი კომპონენტის შეტანას გეგმავს.
დაფინანსების მინიმალური რაოდენობა 400 ევროა.

პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედეგება: გრანტების გაცემა, ადვოკატირება და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა დევნილთა საკითხებში. ის ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველ ეტაპზე უმთავრესი ამოცანაა დევნილებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფა, რის შემდეგაც დღის წესრიგში მათთვის საარსებო წყაროს შექმნა დგება.

საქველმოქმედო ცენტრ "აფხაზეთის" დირექტორის ნუკრი მილორავას თქმით, საკუთარი შემოსავალი დევნილების ფინანსური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

"მას შემდეგ,რაც დევნილებს ეძლევათ ღირსეული საცხოვრებელი ფართი, აუცილებელია გაუჩნდეთ ასევე შემოსავალი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროექტი. ვფიქრობ, წარმატებით გაართმევენ თავს თავიანთ ბიზნესს ჩვენი ბენეფიციარები," - ამბობს მილორავა.

პროექტის ბენეფიციარებისთვის ტექნიკის გადაცემას საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდა.

"ასეთი პროექტების განხორციელება დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია,თუმცა,  აუცილებელია მოხდეს მონიტორინგი, თუ როგორ წარიმართება მათ მიერ წამოწყებული საქმინობა," - განმარტა სოზარ სუბარმა.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენელი სვენდ მონრად გრაუნბოელი საქართველოში დევნილებისთვის ხელმშემწყობი პროექტების საჭიროებაზე მიუთითებს.

"დევნილების სიღარიბის დონე ძალიან მაღალია საქართველოში, ამიტომ ეს პროექტი მათ ოჯახებს დაეხმარება სიღარიბის დაძლევაში", - ამბობს სვენდ მონრად გრაუნბოელი.

პროექტს "დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი",  (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან  (DRC) ერთად, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015 წლიდან საქართველოს 5 ქალაქში ახორციელებს (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი).

მისი მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. (R)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.