საზოგადოება
ტერასები და ინდივიდუალური სამკითხველოები - წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა (ვიდეო)
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ოთხსართულიანი შენობის გახსნა მიმდინარე წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი. მანამდე ბიბლიოთეკაში საჭირო ავეჯი და ტექნიკა განთავსდება. ასევე, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზები, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახები. წიგნადი ფონდის საცავი, სადაც მილიონამდე წიგნი განთავსება. ეს ყველაფერი ღია იქნება, როგორც სასწავლებლის სტუდენტებისთვის ასევე სხვებისთვისაც.

ბიბლიოთეკაში დაგეგმილია, ფაბლაბის, სტუდენტური სერვისების დიუმას და გოეთეს საბიბლიოთეკო სივრცეების გახსნა.  ნახეთ პირველი კადრები, თუ როგორ გამოიყურება ბიბლიოთეკა გახსნამდე ორი თვით ადრე:



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, თავისუფალი სივრცე გათვლილია სტუდენტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, სადაც ლექციების ახალი სტილით ჩატარებაც არის დაგეგმილი.



ბიბლიოთეკაში მოეწყობა ინდვივიდუალური სამუშაო კუთხეები, სადაც სტუდენტები განმარტოებას და წიგნის კითხვას შეძლებენ.


ინდივიდუალური კუთხეები, რომლის მსგავსიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც განთავსდება

სამკითხველო დარბაზში მსგავსი ტიპის ავეჯის განთავსება იგეგმება

ბიბლიოთეკაში იქნება საერთო სამკითხველო სივრცე, სადაც ჯგუფური მუშაობა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი


საერთო სამკითხველო სივრცე

წერეთლის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ გამწვანება მოეწყობა, როგორც შენობაში და ტერასებზე, ასევე ეზოშიც.



მსგავსი დიზაინით იგეგმება უნივერსიტეტის ეზოს მოწყობა

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, ავეჯის და ტექნიკის შესყიდვაზე მუშაობა უკვე  დაწყებულია.

"მიმდინარეობს შენობის გადმოფორმების პროცედურები. ვფიქრობთ რომ მიმდინარე წლის აპრილში შენობა ფუნქციონირებას დაიწყებს",  - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი ღავთაძე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2017 წლის იანვარში დაიწყო

მშენებლობას "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ახორციელებდა. რომელმაც წერეთლის უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის კომპანიამ 2 085 265 ლარი მიიღო.

საბიბლიოთეკო კორპუსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის მერიის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით აშენდა.

ამავე თემაზე:

წერეთლის უნივერსიტეტში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა იწყება (ფოტო)

ევროპული ბიბლიოთეკა ქუთაისში (ვიდეო)

აწსუ–ს ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება

წერეთლის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.