აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი
საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა დაიწყო.
სამშენებლო სამუშაობს სს "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი"
ახორციელებს.
სასწავლებლის ეზოში უკვე შემოიღობა საბიბლიოთეკო კორპუსისთვის
განკუთვნილი ტერიტორია, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს.
წერეთლის უნივერსიტეტში მშენებლობის დასრულებას 2017 წლის
დასასრულისთვის ვარაუდობენ.
"გათვლებით და ვალდებულებით, სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა
დასრულდეს, თუმცა შიდამოსაპირკეთებელი სამუშაობი, ავეჯი, წიგნსაცავი
და სხვა დეტალები, ხანგრძლივი სამუშაოს ნაწილია. ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი და იმედი მაქვს დასრულებულ პროექტს მიმდინარე წელს
ჩავიბარებთ," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.
"სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა" წერეთლის უნივერსიტეტის
მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადებულ
ტენდერში გაიმარჯვა. საბიბლიოთეკო კორპუსის
მშენებლობისთვის კომპანია 2 085 265 ლარს მიიღებს.
ახალ შენობაში სრულად გადავა უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი და
უნიკალური გამოცემები, რომლისთვისაც შესაბამისი კლიმატური გარემო
შეიქმნება. მსგავსი პირობები უნივერსიტეტში ამ დრომდე არ არის.
ბიბლიოთეკის შენობაში იქნება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის
ოთახები, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი
კაბინეტები, დარბაზები სამეცნიერო-კვლევითი
მუშაობისთვის და პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა.
ერთ-ერთ ინოვაციას ღია დაშვების სტელაჟები წარმოადგენს, რომელიც
მკითხველს შესაძლებლობას მისცემს თავად მოძებნოს სასურველი წიგნი,
საჭიროების მიხედვით გაიტანოს და დააბრუნოს.
აწსუ–ში აცხადებენ, რომ ახალი
ბიბლიოთეკა, თავისი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული
რესურსებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები