საზოგადოება
ქუთაისში სატრასპორტო ხაზებზე გამოცხადებული კონკურსი ერთ დღეში დასრულდება
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ სატრანსპორტო ხაზებზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება. კონკურსის დასრულებამდე მიკროსაავტობუსო ხაზების მიღების მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.

"კონურსი არის ერთდღიანი.  რაც იმას ნიშნავს, რომ 29 მაისს თავად მძღოლები კონვერტით ჩააგდებენ თავიანთ მონაცემებს და იმ დღესვე გამოვლინდება გამარჯვებული", - ამბობს მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.
საუბარია, იმ M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) რომლებსაც მუშაობის ვადა უკვე გაუვიდათ. მერიის საკონკურსო პირობების მიხედვით, აღნიშნულ ხაზებზე 84 ერთეული ტრანპორტია გათვალისწინებული.
ცხვედიანის განმარტებით, ვადაგასული ხაზებიდან ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტში წლის განმავლობაში 106 000 ლარი შედიოდა. 
"ახალი წესის მიხედვით, ჩვენი უხეში გათვალებით, დაახლოებით 200 000 ლარი უნდა შემოიტანონ გამარჯვებულმა მძღოლებმა", - განმარტავენ  მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში. 
აღნიშნულ კონკურსს მერიაში სპეციალურად შექმნილი 8 წევრიანი კომისია უხელმძღვანელებს. კომისიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი შოთა მურღულია გახლავთ. წევრები კი მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები და საკრებულოს წევრები არიან. მათ შორის არის ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია.
კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვები კონკურსის დასრულებიდან 14 დღის ვადაში უნდა  გადასცეს. 
თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.