საზოგადოება
ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების გასაცემად კონკურსი ახალი წესით ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გაცემული ნებართვის ვადა ამოიწურა. ქალაქის მერია პირველ ეტაპზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსს სწორედ ამ ხაზებზე ჩაატარებს.
ქუთაისის საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსი ახალი წესით და შერჩევის ახალი პირობებით ჩატარდება. შესაბამისი წესდება ქალაქის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. წესდება და კონკურსის ახალი პირობები დეპუტატებს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა.
ერთ-ერთი ცვლილებით, გადამზიდი კომპანიების გარდა, კონკურსში მონაწილეობა თვით მძღოლებისგან შემდგარ ჯგუფსაც შეეძლება.
საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსი გადამზიდავთა შერჩევის მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, შეფასების ახალი ფორმულის მიხედვით, უპირატესობა სატნასპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას მიენიჭება, რასაც სპეციალური კომისიის ნაცვლად, ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტით შეამოწმებენ.
"ამ სფეროში მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი გარიგებები და ის კითხვის ნიშნები, რომელიც ამ დრომდე არსებობს. ადრე ადგილზე გადიოდა კომისია, რომელიც ახდენა გადამზიდ კომპანიათა სატნასპორტო საშუალებების დათალიერებას და შედეგად წერდა ქულებს. ასეთ დროს კომპანიებს შეეძლოთ ნანათხოვარი საბურავებიც კი დაეგოთ. ახლა ასე აღარ მოხდება. კომისია აღარ გავა ადგილზე. ნებართვის მაძიებელმა სხვა დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების დოკუმენტი", – განმარტა საკრებულოს სხდომაზე შოთა მურღულიამ.
შეფასების ფორმულაში ტანსპორტის ტექნიკური გამართულობის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს ნებართის მაძიებელთა მიერ შეთავაზებული ფასი (როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე, მოსაკრებულის ღირებულება).
შეფასების ბევრ სხვა კრიტერიუმთან ერთად, ქულები მიენიჭება ტრანსპორტის წლოვანებას. რაც უფრო მეტი წლის იქნება ტრანსპორტი, მით უფრო ნაკლები ქულა მიენიეჭება მას. მაგალითად, თუკი 2 წლის და ნაკლები წლოვანების მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი ქულა 50-ით არის განსაზღვრული, 15 წლის და მეტის წლოვანების ტრანსპორტი 0 ქულით შეფასდება.
კონკურსის ჩატარების ახალი წესის მიხედვით, ნებართვის მაძიებელთა შერჩევა კონკურსის გზით ერთ დღეში დასრულდება.
"შევიკრიბებით სხდომათა დარბაზში, სადაც ნემართვის მაძიებელი წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომელიც განთავსდება გამჭვირვალე ყუთში. მის თვალწინ მოხდება ამ ყუთის გახსნა, დოკუმენტაციის შემოწმება და იქვე გაიგებს მიღებული ქულების რაოდენობას. ეს პროცესი უზრუნვეყოფს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებას" – განაცხადა შოთა მურღულიამ.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.