ქუთაისის
მერიის ინიციატივას, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ბიზნესობიექტების წარმომადგენლები იწუნებენ.
ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მერია ქუთაისში მოქმედი ობიექტების შესწავლას სამი კვირაა ახორციელებს. მოსწონთ თუ არა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სხვადასხვა ბიზნეს ობექტების წარმომადგენლებს მერიის მიერ შემუშავებული კითხვარები ამ საკითხით "ქუთაისისპოსტი" დაინტერესდა.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მიერ გამოკითხული ქალაქის ცენტრში არსებული ათი ბიზნეს ობიექტიდან, მერიას ამ დროისთვის მხოლოდ ერთი აქვს შემოწმებული.
"ადრეც მოდიოდნენ რაღაც შეკითხვებით, მაგრამ ახლა კარგა ხანია არავინ მოსულა. თუკი მოგვაკითხავენ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - ამბობს სწრაფი კვების ობიექტის "სანიმუშო 2008"-ის დირეტორი, მამუკა ვაშაკიძე.
"არავინ მოსულა. ჩვენ გამჭვირვალედ ვმუშაობთ და პრობლემა არ გვაქვს", - განმარტავს "მწვანე მარკეტის" მენეჯერი.
"დაახლოებით ერთი კვირის წინ იყვნენ მოსულები და შეკითხვები დაგვისვეს. ზოგადად, კარგია რომ მთავრობას გავახსენდით და მოგვაქცია ყურადღება, მაგარამ ეს რამდენად დაგვეხმარება მუშაობაში, ეგ არ ვიცი", - ამბობს ტანსაცმლის მაღაზია "ნურგიდა ტექსტილის" მენეჯერი, ნინო მიქაძე.
ადგილობრივი ბიზნეს ობიექტების წარმომადგენლები ზოგად აღწერას და ბიზნესში არსებული პრობლემების შესწავლას დადებითად აფასებენ. თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ მხოლოდ აღწერა და კითხვარებზე პასუხის გაცემა ბიზნესგარემოს ვერ შეცვლის.
"კარგია რომ გავახსენდით, მაგრამ კითხვებით კი არ უნდა მოდიოდნენ. უფრო კონკრეტული წინანდადებით და შემოთავაზებით უნდა მოდიოდნენ. ის კითხვები, რაც მათ ექნებათ ჩამოწერილი, დარწმუნებულ ვარ საგადასახადოში ისედაც ეცოდინებათ, ამიტომ ჯობია მეტად გამჭვირვალე და კონკრეტული წინადადებები იყოს", - განმარტავენ ადგილობრივი საწარმოების წარმომადგენლები.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი კითხვარები რამდენიმე სეგმენტად არის დაყოფილი. ბიზნეს საწარმოს თითოეული სეგმენტისთვის განსახვავებული კითხვარებია გათვალისწინებული.
მერიის ეკომიკური სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ქალაქში არსებული თითოეული მაღაზიისა თუ ბიზენს ობიექტის შესწავლა მიმდინარე წლის მაისამდე უნდა მოხდეს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები