ახალი ამბები
ქუთაისის მერია ხვალიდან ბიზნესობიექტების შესწავლას იწყებს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში არსებული ბიზნეს საწარმოების  აღწერას იწყებს. მერიის ეკოომიკური სამსახურის ინიციატივით, მოხდება ქალაქში არსებული თითოეული მაღაზიისა თუ ბიზენს ობიექტის შესწავლა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ
პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მსაგვსი მონაცემები თუ რამდენი ბიზნეს საწარმო ფუნქციონირებს ქალაქში არ არსებობს, რაც ძალიან ცუდია ქალაქის ეკონომიკური განვითარების კუთხით. მურღულიამ განმარტა, რომ ბიზნესის შესწავლის მთავარი მიზანი იმ პრობლემების შესწავლაა, რომელიც ბიზნეს შესაძლოა ქონდეს.
"ნამდვილად გვჭირდება შიდა სტატისტიკა გვქონდეს და ვიცოდეთ ქალაქში რამდენი სამუშაო ადგილია. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ ვიცოდეთ, საით ვითარდება ბიზნესი და რა ხელშეწყობა სჭირდება მას. დღემდე არ გვქონდა ბაზა რა ბიზნესი მოქმედებს, რა მიმართულებით და რა არის მათი მთავარი დატვირთვა," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერია ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების შესწავლას ხვალიდან იწყებს. აღნიშნული კვლევის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება ანკეტა, სადაც კვლევაში მონაწილეებს შეეძლებათ პასუხების გაცემა. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ანკეტაში წარმოდგენილი კითხვარების შერჩევა ბიზნესობიექტების შესაბამისად მოხდა. საშაულოდ, კი ანკეტაში 6-დან 18 შეკითხვამდე იქნება.
აღნიშნულ კვლევას ქუთაისის მერიის საბინაო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, ტერიტორიული მართვის ერთეულების წარმომადგენლები ჩაატარებენ.
შოთა მურღულიას განმარტებით, კვლევის შედეგები დაახლოებით ორ თვეში იქნება.
"კვლევის შედეგების საფუძველზე განზოგადებული სახით დამუშავებული იქნება ბიზნეს წრეების მხრიდან შემოთავაზებული წინადადებები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მომზადდება ანალიზი და დაისახება კონკრეტული მხარდამჭერი ღონისძიებები. კვლევის პროცესი ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების წარმომადგენლების მეტ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პროცესში," - განმარტა ქუთაისის მერიის ეკონომიკუირ განვითარების სამსახურის უფროსმა.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.