მაღალმთიან რეგიონებში ქორწინების წახალისების კონკრეტული გეგმა აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ "კომერსანტს" დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ქორწინების ძალიან დაბალი მაჩვენებელია და აუცილებელია ქორწინების ისევე წახალისება, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ხდება.
"ჩვენ გამოვიკვლიეთ და მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ევროპული სახელმწიფოების მაღალმთიან რეგიონებში, რომლებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები. თუმცა ჩვენთან, ამ მხრივ, სრული კატასტროფა ხდება. წახალისების იდეა ფონდში მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ ყაზბეგში ვიყავით და ვნახეთ, რომ იქ შინაბერებისა და ბერბიჭების რაოდენობა ძალიან დიდია. ძალიან ბევრი 40 წლამდე მამაკაცი და ქალი არის დაუქორწინებელი და ეს სერიოზული პრობლემაა", – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.
მისი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში ქორწინების წახალისების სხვადასხვა ფორმები არსებობს. ეს არის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ერთჯერადი ფულადი დახმარება, მცირე ბიზნესის დასაწყებად ხელშეწყობა და სხვა. ფონდის ინიციატივაა, რომ წახალისებისთვის საჭირო პროცედურები "მთის შესახებ კანონში" იყოს ჩადებული.
მისი განცხადებით, ამავე კანონში იდება კიდევ ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც, არა მხოლოდ მესამე და შემდეგ შვილზე იქნება ფულადი დახმარება, არამედ პირველ და მეორე შვილზეც.
"ეს არის შობადობის წახალისება, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია, თუმცა შობადობამდე ოჯახი უნდა შეიქმნას. სწორედ ამიტომ დააყენა ფონდმა ქორწინების წახალისების საკითხი", – ამბობს ჩიბურდანიძე.
ასევე, მთის კანონში იდება მუხლი, რომლის თანახმადაც, არა მხოლოდ მესამე და შემდეგ შვილზე იქნება ფულადი დახმარება, არამედ პირველ და მეორე შვილზეც. ეს შობადობის წახალისებაა, თუმცა შობადობამდე უნდა შეიქმნას ოჯახი.
იხილეთ სრულად.
მასალის გამოყენების პირობები