რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – www.kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახეობის სახელმწიფო თეატრს? -
(ნახეთ ვიდეო):
###
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეტარში პირველად სპექტაკლი 1955 წელს გაიმართა.
"შენობა მე-20 -ე საუკუნის ქართული არქიტექტურის მშვენებას წარმოადგენს (არქიტექტორები თავაძე და შავიშვილი), შენობის წინა ხედის მარჯვნივ და მარცხნივ გაშენებულ სკვერში დგას ქართული თეატრის კორიფეების ლადი მესხიშვილისა და კოტე მარჯანიშვილის ბიუსტები", - ვკითხულობთ ზურაბ ჯავახაძის წიგნში "ქუთაისო დედავ". თუმცა, თეატრს უფრო შორეული ისტორია აქვს, ვიდრე მესხიშვილის თეატრის შენობას ქუთაისში. 1861 წლის 3 მარტს დავით ბაქარძის თავკაცობით ქუთაისში გაიმართა პირველი წარმოდგენა "გაყრა". იმდროისთვის სპექტაკლები გუბერნატორის ყოფილ სასახლეში იმართებოდა (ახლანდელი საოქლო სასამართლო). მაშინ ქუთაისელი მსახიობებისთვის მთავარ პრობლემას თეატრის შენობა წარმოადგენდა. ამიტიმაც კერძო პირმა ვინმე ხარაზიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისგან იჯარით აიღო მიწი ნაკვეთი, სადაც თეატრის შენობა ააგო. თუმცა, შენობა უხარიხსო და უგემოვნო აღმოჩნდა.
1894 წელს ქალაქის სათათბირომ (იგივე ადგილობრივი მთავრობა) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხარაზიშვილისგან შეესყიდათ და გაეკეთებინათ შენობის რეკონსტრუქცია. 1896 წლის 31 მარტს ქუთაისის თეატრმა პირევლი მაუყებელი მიიღო. 1947 წელს ქუთაისის თეატრს ხანძარი გაუჩნდა. თუმცა, 10 თვის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მისი აღდენა მოახერხა. მხოლოდ ამის შემდედ გადავიდა თეატრალური დასი ქალაქის ცენტრში ახლადაშენებულ თეატრის შენობაში. არსებული ინფორმაციით, მესხიშვილის თეატრის შენობაზე გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები