ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ახალი ხელმძღვანელი,
კოტე აბაშიძე კულტურის მინისტრმა ოფიციალურად წარადგინა.
წარდგენას თეატრში მსახიობების ნაწილი ესწრებოდა.
"მჯერა, რომ კოტე აბაშიძეს შესწევს უნარი, სწორად დაალაგოს
ურთიერთობები და პროცესები. ოპტიმიზმით ვუყურებ თეატრის მომავალს და
ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა წარმოიქმნას რამე პრობლემა.
სიხარულით ველოდები მოპატიჟებას პირველივე პრემეირაზე", - განაცხადა
კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.
ახლადდანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრში მის მოსვლას ახალი
ეტაპის დასაწყისი უწოდა.
"დღევანდელი დღე ჩემთვის არის ახალი ეტაპის დასაწყისი სუფთა
ფურცლიდან. თეატრის კარი ყოველთვის ღია იქნება როგორც ახალგაზრდა, ისე
სახელოვანი რეჟისორებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი
სიხარულიძეს და ჩვენ გავაგრძელებთ მისი გზით სიარულს", - განაცხადა
კოტე აბაშიძემ.
კოტე აბაშიძე ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად
კულტურის სამინისტრომ კონკურსის საფუძველეზე დანიშნა. მართალია, შიდა
არჩევნების გზით თეატრმა ამ პოსტზე მსახიობი ენდი ძიძავა შეარჩია,
თუმცა, კულტურის მინისტრმა არჩევანი კოტე აბაშიძეზე შეაჩერა.
თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი სიხარულიძემ კი
მესხიშვილის თეატრში იგივე პოსტის დასაკავებლად კონკურსში
მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა, იგი მიხეილ თუმანიშვილის
სახელობის თეატრში ასევე კონკურსის საფუძველზე სამხატვრო
ხელმძღვანელად დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები