კულტურა
The New York Times-მა ქუთაისი, 2025 წელს მოგზაურობისთვის, ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა
FaceBook
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ი მიიჩნევს, რომ ქალაქი ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანებმა 2025 წელს უნდა მოინახულოს.

„ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია მსოფლიოში, სავსეა მდიდარი ისტორიით და გარშემორტყმულია საქართველოს ბუნებრივი სილამაზით. უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა ევროპის და ათობით სხვა ქალაქიდან პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყეს, ქალაქი მოგზაურებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა“, - ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში

როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის დასაწყისში, ქუთაისში ახალი ციფრული ინტერაქციული მუზეუმი გაიხსნება, რომელიც ყოფილ სამეფო რეზიდენციაში განთავსდება და ქალაქის 3500-წლიან ისტორიას ხაზს გაუსვამს.

„ახალ კულტურულ ცენტრში სახალხო საღამოები ტრადიციული ქართული ცეკვებითა და პოლიფონიური სიმღერებით მოეწყობა. ქუთაისი, აგრეთვე, არის იდეალური ადგილი კავკასიის მთებისა და შავი ზღვის სანაპიროს, მღვიმეების, სასახლეებისა და სოფლების დათვალიერების დასაწყებად. თუმცა ტურისტებს შეუძლიათ უბრალოდ დარჩნენ ქალაქში და მისი ისტორიული ცენტრი დაათვალიერონ, მათ შორის ცნობილი „მწვანე ბაზარი“, კაფეები, ბარები, რესტორნები და ძველი ეკლესიები“, – წერს სტატიის ავტორი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.