კულტურა
გადაკვეთე სამყარო - „მსოფლიოს უპირველესი მეცო-სოპრანოს“ კონცერტი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
Cross Over the World  - მოგზაურობა მსოფლიო მუსიკის სამყაროში, რომელიც ნიუ იორკში დაიწყო ქუთაისში გაგრძელდა.


პროექტის ავტორებმა, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა  ნიკოლოზ რაჭველმა და საოპერო შემსრულებელმა ანიტა რაჭველიშვილმა Cross Over the World -ის ფარგლებში მომზადებული კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრში  წარმოადგინეს.

საღამო ბიძინა კვერნაძის მუსიკით გაიხსნა, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებამ შეცვალა. ნიკოლოზ რაჭველმა ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან მუსიკალური მიქსი შესთავაზა პუბლიკას. ამით ერთგვარი პატივისცემა გამოხატა  ქართული  ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლისა და მისი მშობლიური ქალაქის მიმართ.

"როდესაც საუბარია ქართულ პროფესიულ კლასიკურ მუსიკაზე პირველ ადგილზე დგას ზაქარია ფალიაშვლი. მან ამ ქალაქში მიიღო განათლება, აქ იყო მისი პირველი შემოქმედებითი შთაბეჭდილებებიც. მან სათავე დაუდო ქართულ მაღალკლასიკურ მუსიკას და შეუძლებელია მის შემოქმედებას არ გამოვეხმაუროთ", -აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა.



ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ " Cross Over the World ნიშნავს „გადაკვეთე სამყარო“, მაგრამ ამასთან ერთად ეს პროექტი გამოგზაურებთ სხვადასხვა ჟანრებში. რადგან „Cross Over“ უკვე კონკრეტულ მიმდინარეობად იქცა მუსიკაში, რომელმაც გააერთიანა თითქმის ყველა ჟანრი. ოპერამ, ჯაზმა, ბლუზმა, ფოლკმა და ა.შ. ერთ მუსიკალურ სივრცეში მოიყარა თავი... ამ ჟანრში მუშაობა ყველას არ გამოსდის, მაგრამ  არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველა ამ ჟანრის მორგება და თანაბარი სიძლიერით შესრულება შეუძლია. ეს მომღერალი ანიტა რაჭველშვილი გახლავთ ", - აღნიშნა რაჭველმა.



დირიჟორმა ანიტა რაჭველიშვილი „მსოფლიოს უპირველეს მეცო- სოპრანოდ“ მოიხსენია.

"მსოფლიოს  უპირველესმა მეცო-სოპრანომ" გერშვინის, პიაცოლას, გია ყანჩელის, ბიზესა  და სხვათა ნაწარმოებები დიდი მუსიკალური ტემპერამენტით შეასრულა და მაყურებლის ოვაციებიც დაიმსახურა.



კონცერტზე გაჟღერდა ჯაზური და კლასიკური მუსიკა ცნობილი კინოფილმებიდან.

პროექტში ასევე ჩართულნი იყვნენ მესაყვირე დავით შამანაური და ალტისტი გიორგი ცაგარელი, რომელმაც ორკესტრთან ერთად პაველ კარმანოვის მინიმალისტურ ჟანრში შექმნილი მუსიკა შეასრულა.

პროექტი Cross Over the World ფესტივალის "ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში გაიმართა.

ფესტივალის ორგანიზატორია ქუთაისის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტროს პარტნიორობით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.