კულტურა
გაქცევა და დაბრუნება ქუთაისში
FaceBook
"ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება!"

ეს სლოგანი გასდევდა ოთხდღიან კინოფორუმს, რომელიც ქუთაისში გაიმართა.

ქართული კინოს ისტორია 110 წლის წინ ქუთაისიდან დაიწყო. თუმცა შემდეგ გაგრძელება არ მოყოლია.

110 წლის განმავლობაში, ქუთაისში გადაღებულ რამდენიმე ფილმსა და ორ გენიალურ ქუთაისელ კინოდრამატურგს თუ არ ჩავთვლით. ქუთაისი ნაკლებად მონაწილეობდა კინოცხოვრებაში.

„სამართლიანობის აღდგენა“  წელს გადაწყდა. ქართული კინო მიუბრუნდა თავის "ისტორიულ სამშობლოს".

ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი წარმოადგინეს, სადაც ოცამდე მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, ანიმაციური და მხატვრული ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა.პუბლიკას საშუალება მიეცა, სწორედ ქუთაისში გაცნობოდა რაზე და როგორ ყვება ქართული კინო ისტორიებს და როგორ ეხმიანება თანამედროვეობას.

ქუთაისის კინოფორუმზე ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აჩვენეს: ნინო ჟვანიას "აღლუმი", ოთარ შამათავას "ურსუსი", თინათინ ყაჯიშვილის "ჰორიზონტი"და გიგიშა აბაშიძის "მეზობლები".

როგორც აღმოჩნდა ოთხივე ფილმი "გაქცევაზე" გვიყვება. ასახავენ  გასვლას ან გასვლის მცდელობას ქვეყნიდან, სახლიდან, ერთფეროვანი ყოფიდან, საკუთარი თავიდან.

ოთხიდან სამი მცდელობა წარუმატებელია, გმირები ან უკან ბრუნდებიან, ან უბრალოდ კვდებიან. მხოლოდ ერთ ფილმში ახერხებს გმირი დატოვოს ჩვეული გარემო, ოღონდ ცოტა უცნაური ფორმით.

ნინო ჟვანიას ფილმ "აღლუმის" , პერსონაჟებიც გარბიან, უფრო ზუსტად გზას ადგებიან. ეს უმიზნო და უიდეო გასვლაა, ისეთივე უიდეო როგორც ის გაურკვეველი აღლუმი, რომელიც ფილმის დასაწყისსა და ბოლოში გაიელვებს ეკრანზე.


კადრი ფილმიდან „აღლუმი“

ფილმის სამი გმირი თბილსიდან გაურკვეველი მიმართულებით მიდის, ერთდღიან მოგზაურობაში. გმირები ახალ ადამიანებს გაიცნობენ, ფათერაკიც გადახდებათ, ჩხუბსაც და რესტორანში უფასოდ ქეიფსაც მოახერხებენ, თუმცა ამით არაფერი იცვლება. გმირები იმ წერტილს უბრუნდებინ საიდანაც გავიდნენ, ყოველგვარი მეტამორფოზის გარეშე.

ფილმის გმირები დაბერებულ და 90-იანებ გამოვლილი "იყო შაშვი მგალობლის" გმირ გელას გვანან. თითქოს გელა გადარჩა და ცხოვრება გააგრძელა. თუმცა ამ გაგრძელებით ბევრი არაფერი შეიცვალა - ცხოვრება გაგრძელდა რუტინულ წრეზე ტრიალით. ფილმის გმირები აქტიურ ცხოვრებაში, ისტორიაში, ანუ ცხოვრების აღლუმში არ მონაწილეობენ. ისტორიის პერიფერიებს შემორჩნენ და იქ ჩაიკარგნენ.

ფილმი ერთ- ერთი გმირის დაღუპვით სრულდება.

"იყო შაშვი მგალობელის" "დაბერებული გელა" აქაც კვდება, ისე რომ ვერაფერს ასწრებს და ვერაფერს ტოვებს.

სამაგიეროდ ფილმების ავტორები ტოვებენ სათქმელს და მემკვიდრეობას.

ისე როგორც ოთარ იოსელიანმა საბჭოთა "ზასტოის" ეპოქაში მოქცეული გელას უაზრო ცხოვრება აქცია კინომუსიკად. ასევე ნინო ჟვანიამაც ცარიელი ყოფიდან და გმირების უმიზნო მოგზაურობიდან შექმნა მშვენიერი სანახაობა.

"აღლუმის" ავტორებმა იმპროვიზაციებით, ფონისა და დეტალების შეგრძნებით და გააზრებით კარგი კინო დააბრუნეს ეკრანებზე.

"კარგი კინოს" ტრადიციებს აგრძელებს მეორე ქალი რეჟისორი თინა ყაჯიშვილი. ფორუმზე წარმოდგენილი იყო მისი ფილმი "ჰორიზონტი".

"ჰორიზონტი" არის ფილმი კაცზე, რომელიც არც მეტი არც ნაკლები სიყვარულის გამო კვდება.


კადრი ფილმიდან „ჰორიზონტი“

ცოლთან დაშორების შემდეგ გიო (გიორგი ბოჭორიშვილი) ცდილობს განერიდოს, გაექცეს იმ გარემოს, სადაც ყველაფერი ანასთან (ია სუხიტაშვილი) კავშირშია. იგი მიდის პალიასტომზე არსებულ ერთგვარ ციურ ბადეთა კუნძულზე, რომელიც დამცირებულთა, შეურაცხყოფილთა და მარტოსულთა თავშესაფარია.

ფილმის გმირი სიყვარულის გამო თავს კარგავს, თუმცა იგივე არ ემართებათ ფილმის ავტორებს. "სასიყვარულო თემის" მიუხედავად სურათის არც ერთ ეპიზოდში სენტიმენტები არ იპარება. "ჰორიზონტი" არის ცივი ფილმი სიყვარულზე. აქ ფონი ხდება ერთ- ერთი მთავარი პერსონაჟი, მის სივრცეში იკარგება მთავარი გმირი. ფონი თითქოს ანელებს და ანეიტრალებს გმირის დიდ ტკივილებს. იგი ზომიერს და თავისი მინიმალიზმით კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ისტორიას.

"ჰორიზონტის" გმირი ვერსად გარბის. - მარტოსულთა კუნძულზე რჩება.

მაგრამ გარბის  ოტარ შამათავას ფილმის"ურსუსის" პერსონაჟი. უფრო მეტის - იგი გაქცევის წარმოუდგენელ პროექტს ახორციელებს.

ფილმში მოქმედება 1991 წლის ზამთარში ხდება. საქართველოში სამოქალაქო ომია. ნიკოც (ნიკო თავაძე) ამ ომის მინაწილეა, თუმცა უიდეოდ და უიდეალოდ, ინერციით ჩართული ამ კონფლიქტში. ამიტომ იგი ცდილობს მოცილდეს აქაურობას. განერიდოს იმ გარემოს საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია ადამიანისთვის, სამაგიეროდ ეს შესაძლებელია ... დათვისთვის.


კადრი ფილმიდან „ურსუსი“

ოთარ შამათავა უცნაურ ტრაგი-კომიკურ ისტორიას ყვება "დათვადქცეულ" ადამიანზე. იგავს ხელახლა დაბადებაზე. როგორ შეიძლება ადამიანმა ცხოვრება თავიდან დაიწყოს - დათვის ტყავში.

"ურსუსის" გმირი ქართული ყოფიდან და წრიდან რომ გავიდეს, უიდეალობის ჭაობს რომ განერიდოს, სხვა არსებად უნდა იქცეს, თავი უნდა დაკარგოს, რომ შემდეგ განახლებული სახით,მისი დაბრუნება მოახერხოს,

წასვლა და ცხოვრების თავიდან დაწყება უნდათ გიგიშა აბაშიძის ფილმის "მეზობლბის" გმირებს. ისინი იტალიურ ეზოში ცხოვრობენ, მათი მოლოდინი ინვესტორის გამოჩენაა რომელიც მათ ამ მძიმე ყოდიფიდან გაქცევაში დაეხმარება.

"მეზობლები" ქართული ყოფის მიკრო მოდელია, მიკროსამყარო,რომელიც თითქის ყველა ქართულ ტრადიციასა და სტერეოტიპს ერთად უყრის თავს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს.: ფილმი აჩვენებს მთავარ ქართულ-ეროვნულ მოლოდინს - ინვესტორის ანუ პატრონის გამოჩენას, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს. მაგრამ „პატრონები“ ადვილად არაფერს იმეტებენ, ან საერთოდ არაფერს იძლევიან.

მეზობლების მოლოდინიც ცრუ აღმოჩნდება, მაგრამ მისი მიზეზით მეზობლებს შორის კონფლიქტი და ამ კონფლიქტის მსხვერპლია ნამდვილი. ეზოდან და ჩიხიდან გასვლის და „პატრონთან“ მიღწევის ცდას ერთი მეზობელი შეეწირება.

ფილმის გმირები ვერსად გადიან, ბრუნდებიან იქ საიდანააც დაიწყეს.

მაგრამ დიდ სივრცეებზე გადის ქართული კინო. მოჯადოებული წრე რომელშიც ქართლი კინო ოც წელზე მეტია იმყოფება, თანდათან ქრება.

ქართული კინო, არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ საკუთარ თავს უბრუნდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.