კულტურა
სიკეთე სიცრუისა
FaceBook
მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა. ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზელერის პიესის მიხედვით რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა სპექტაკლი "სიმართლე" განახორციელა.

სპექტაკლს, მართალია, "სიმართლე" ქვია, მაგრამ სიმართლე აქ ყველაზე დეფიციტურია.

"სიმართლე" მხოლოდ სიცრუეზე ყვება.

სპექტაკლი ოთხთა კავშირზეა, წყვილების ცხოვრებაზე რომელთაც მეგობრობასა და სიყვარულზე მეტად სიცრუე აერთიანებთ.

სიმართლის გარკვევის ყოველი მცდელობა, ახალ სიცრუეს ბადებს, ის კიდევ ახალს და ასე დაუსრულებლად. გმირები მასზე უარს ვერ ამბობენ, რადგან მათთვის სიცრუე მკურნალია.

სპექტაკლის ერთ- ერთი გმირი ამბობს, რომ მეგობრისთვის სიკეთე უნდა, ამიტომაც ატყუებს.

მეორე გმირი კი თვლის, რომ ყველაზე მეტად სძულს ტყუილი, თუმცა თავად მშვენივრად იტყუება.

სიცრუე თავის თავდაპირველ მნიშვნელობას კარგავს და ურთიერთობაში მთავარი ინსტრუმენტი ხდება, მისით გაჟღენთილია ატმოსფერო, რაშიც გმირები ცხოვრობენ.

"(სპექტაკლი) არის ერთ -ერთი მცნების "არა იცრუოს" დევიზად გამოტანა. სადამდე მიყავს სიცრუეს ადამინები, ტყუილს ურთიერთობაში, ოჯახში, საზოგადოებაში. ამის გამო აღარ რჩება ადგილი არც ბედნიერებისთვის, არც წრფელი ურთიერთობებისთვის. ეს პრობლემა აქტუალურია თანამედორვე სამყაროში, სადაც მატერიალური აზროვნება სულიერებასა და კეთილშობილებაზე მაღლა დადგა", - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი.

სიცრუემ ჩაანაცვლა "მართალი", "სწორი" მითუმტეს "ჭეშმარიტი" და იგი გმირების ყველაზე დიდ მოკავშირედ იქცა. სიცრუე ოთხივე გმირს ეიმედება, მათი საყრდენია და განსაცდელის ჟამს. ყოველთვის მას მიმართავენ. სპექტაკლის გმირები თანამედროვე დასუსტებული საზოგადოების წევრები არიან, რომელთაც ვერა და ვერ შეიყვარეს სიმართლე. ტყუილს უკანასკნელ ხავსამდე ეჭიდებიან.

არა მხოლოდ ამ სპექტაკლში. მას არ ეშვებიან არსად არც ერთ ოჯახში, ჯგუფში, ორგანიზაციაში, თვით "სიმართელის დაცვის" დიდ ინსტიტუციებშიც. ტყუილი ყველგამყოფია და ტოლს არ უდებს სიმართლეს.

სპექტაკლის ავტორების განზრახვა სიცრუის მხილებაა, თუმცა მხილებისთვის და ზნეობრივი მათრახისთვის "სიმართლე" მეტისმეტად ლაღია. შთაბეჭდილება რჩება, რომ პიესის ავტორი ტყუილს არ განიხილავს მორალის ჭრილში. ზელერისთვის ტყუილი ცალკე პერსონაჟია. კომიკური და ცელქი, რომელსაც საოცარ აბსურდებში გადაყავს ნებისმიერი ურთიერთობა, სადაც კი გაერევა.

პიესისა და სპექტაკლის ავტორები აჩვენებენ , რომ ტყუილმა სტსტუსი იცვალა, იგი კეთილისმყოფელი, სანდო მოკავშირე გახდა. ამიტომ ძნელი გასარჩევი სიმართლიდან.

სპექტაკლშიც ვერ გაარჩევ ვინ იტყუება და ვინ სიმართლეს ამბობს. ორივე ერთი და იგივეა. ორივეს ერთნაირი ფორმა, ინტონაცია და მიზანი აქვს - სიკეთის მოტანა.

ასეთ რეალობაში სიმართლე შეიძლება მხოლოდ სათაურში დარჩეს და იგი ვერსად ვიპოვოთ ტექსტში.

სიმართლე შეიძლება მხოლოდ ენაში დარჩეს და ვერ ვიპოვოთ ცხოვრებაში.

"სიმართლე" ამ ზღვარის წაშლაზე ყვება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.