საგამოფენო დარბაზში "ვარლა" მხატვარ თორნიკე სანოძის პერსონალური
გამოფენა გაიმართა.
თორნიკე სანოძის წმინდა მონუმენტურმა ანტიპოდებმა სამოთხეში
გადანაცვლების, სახარების ოთხთავის თუ სხვა ისტორიები სხვაგვარად
მოუყვა და აჩვენა მნახველს.
"ეს არის „ერთფეროვნება მრავალფეროვნებით“, ასეთი რამ მართლა არ
მინახავს. ამიტომ გამოფენა იყო ძალიან შთამბეჭდავი. მიხარია ასეთი
ალტერნატიული ტიპის გამოფენა რომ ვნახე "ვარლაში". მინდა კიდევ ბევრი
ასეთი გამოფენა ვანახო ამ სივრცეში. ბევრ წარმატებას ვუსურვებ
თორნიკეს", - ამბობს მხატვარი ლია უკლება.
თორნიკე სანოძე თავისი მონუმენტური ფიგურებით "უცხო სამოთხეებს"
აჩვენებს, იგი თითქოს სამოთხის აჩრდილებს გვაცნობს, შევყავართ ედემის
მეორე მხარეს. რომლის გაცნობის გარეშეც არ აღიქმება სინათლე და ძნელად
მიიღება რეალობა.
ავტორი თითქოს გვაძევებს სამოთხიდან რომ მერე ისევ უკან დაგვაბრუნოს,
მაგრამ უკვე შემეცნების სხვა სიმაღლეზე ასულები.
მხატვარი ფუნდამენტური ხატების სხვაგვარად გააზრების მძლავრ ბიძგს
აჩენს და გულგრილს არავის ტოვებს.
"დავარღვიე მყუდროება, მყუდროება თუ არ დაირღვა სითბოში და მიწაში
ჩამარხულები რას გავაკეთებთ. უნდა ამოვიდეთ სიცივეში, ყინვაში, რაღაც
ვქნათ. ყვავილები მიყვარს, მაგრამ მათი ხატვა არ მიყვარს.
მაინცადამაინც სამოთხეშიც არ ვიყურები, ხომ იქნება იქაც სამეზობლო
ადგილები. იქაც უნდა გავიხედოთ. თუ ის რეალურია, ესეც რეალურია...
თვალშისაცემია, ყველაფერს დამახინჯებულად ვუყურებთ აღქმა დარღვეულია.
ყველაფერი კარგად არის ამის თქმა ყველას შეუძლია, ყველაფერი კარგად არ
არის ამის თქმა ჭირს. ყველაფერი კარგად, რომ არ არის ამისთვის თვალის
გასწორების გარეშე არაფერი გამოსწორდება“, - მიაჩნია თორნიკე
სანოძეს.
საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“ თორნიკე სანოძის პერსონალური გამოფენა
პირველად გაიმართა.
გამოფენა 10 ივნისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები