ქუთაისის ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ხარების ეკლესიასა და წმინდა სამების ქუჩაზე მდებარე სამების ეკლესიაზე განხორიელებულ სარემონტო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვა არ გაცემულა - აღნიშნულია სააგენტოს მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მოწერილ ოფიციალურ პასუხში.
ორივე ეკლესიის სარკმლები
მეტალოპლასტმასის მასალით შეივსო.
სამაგიეროდ სააგენტოდან 2014 წლის 11 ივნისს ამაღლების ეკლესიაზე სახურავის გამოცვლის ნებრთვა ( #09/12/99 ) გაიცა. თუმცა აღნიშნულ ეკლესიაში ასევე მეტალოპლასტმასის მასალებით მოხდა სარკმლების შევსება.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების ტიპების და სახეობების განხორციელება. "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მეტალოპლასტმასის მასალით შევსება და რემონტის გაკეთება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ გამართლებულია მეთოდოლოგიურად და არ იწვევს ძეგლის დაზიანებას, მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებასა და არ აუარესებს მის აღქმას," -
აცხადებენ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში. ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები