გამჭვირვალე თვითმმართველობა
"პარკინგსერვისმა" ქუთაისის ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსური გეგმა ვერ შეასრულა
FaceBook
"პარკინგსერვიმა", რომელიც ქუთაისის მერიის საკუთრებაა, 2016 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 460 715 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარის შეტანა შეძლო.

კომპანიის დირექტორი, ირაკლი სარიშვილი განმარტავს, რომ ორგანიზაციისთვის პირველი წელი რთული იყო, რის გამოც ადგილობრივ ბიუჯეტში გეგმის შეტანა ვერ მოხდა. თუმცა, ის ირწმუნება, რომ მიმდინარე წელს, გეგმასთან ერთად, გასული წლის ნაშთსაც შეიტანს.

"ვინაიდან პირველი წელი იყო, ოპერირებისთვის გვჭიდერდებოდა თანხები. ასევე, გვქონდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ხარჯი. ამან განაპირობა ის, რომ ვერ შევძელით სრულად შეგვეტანა ბიუჯეტში ის თანხა, რაც გეგმით იყო გათვალისწინებული", - ამბობს ირაკლი სარიშვილი.

ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, "პარკინგსერვისში" ერთწლიან მუშაობას დადებითად აფასებენ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კომპანიამ გაამართლა, რადგან ქალაქის ტერიტორიაზე ავტოსადგომები მოწესრიგებულია.

"გასაგებია, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ არის საკმარისი პარკირების ადგილი. ეს არის ზოგადად გლობალური პრობლემა. ასევე, ქალაქის ქუჩები ისე არის მოწყობილი, უფრო მეტი ადგილის დამატება ფიზიკურად ვერ მოხდება. თუმცა, ჩვენ დავამატეთ ადგილები გარეუბნებში. ახლა ვმუშაობთ ნიკეას ქუჩაზე ავტოსადგომების დახაზვაზე", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

ანალოგიურად, დადებითად აფასებენ და კომპანიის გასული წლის მუშაობით კმაყოფილია ადგილობრივი თვითმმართველობა.

ქალაქის მერი, შოთა მურღულიას თქმით, მართალია კომპანიამ ვერ შეძლო გეგმის სრულად შეტანა, თუმცა კარგად იმუშავა.

"2016 წელს ბიუჯეტში გაცილებით მეტი შევიდა, ვიდრე 2015 წელს შემოიტანა პარკინგმა ბიუჯეტში", - ამბობს ქალაქის მერი.

"პარკინგსერვისიდან" მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ორგანიზაციის შემოსავალმა 590 512 ლარი შეადგინა.

ეს თანხა კი ასე გადანაწილდა:

336 368 ლარი – თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე
12 425 ლარი – პრემიებზე
9 000 ლარი - 2 ტონა საღებავსა და 300 ლიტრ გამხსნელზე

ფინანსური გეგმის შეუსრულებლობის ფონზე პრემიების გაცემის შესახებ "პარკინგსერვისის" დირექტორი ამტკიცებს, რომ პრემიებით თანამშრომლების შრომისუნარიანობა იზრდება, რაც ორგანზიაციაზე დადებითად აისახება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.