"ორი მცირეწლოვნის დედა ვარ და ვითხოვ თავშესაფარს" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)
15:59 / 23.09.2017
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების
ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები,
რომელშიც ის გმირია.ქუთაისიპოსტი რიგით
გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ
ისტორიას თვითონ გვიამბობენ.
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები
საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, აფხაზეთიდან დევნილი
ხათუნა საჯაიაა.
ხათუნა საჯაია ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად
ქუთაისში, გამარჯვების ქუჩაზე, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. მას შემდეგ
რაც ბინის ქირის თანხის გადახდა ვერ შეძლო ლტოლვილთა სამინისტროს
მიმართა.
თითქმის 6 თვეა ხათუნა საჯაია და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი,
სამინისტროს მიერ დარიცხული 300 ლარის იმედად ცხოვრობს. ის ამბობს,
რომ ამ თანხით ის შვილების გამოკვებას, კომუნალური გადასახადების
დაფარვას და ბინის ქირის გადახდას ძლივს ახერხებს. ხათუნა საჯაია,
მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ ბინაში გადასვლას ელოდა. თუმცა,
მას განუცხადეს, რომ ბინის მისაღებად საკმარისი ქულების
დაგროვება ვერ შეძლო. რადგან სოცილური დახმარება სხვა მისამართზე
ერიცხებოდა.
ნახეთ ხათუნა საჯაიას ადამიანური ისტორია ვიდეოსიუჟეტში:
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები