სკოლა, სადაც პირველი ზარი მხოლოდ ორი მოსწავლისთვის დაირეკა (ვიდეო)
12:01 / 15.09.2017
ვანის რაიონის სოფელ ონჯოხეთის 9 კლასიან სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე
სწავლობს.
სკოლის მთელ კონტიგენტს ერთი მეორეკლასელი და ერთი მეცხრეკლასელი
წარმოადგენს.
მომავალ წელს კი, როცა ერთადერთი მეცხრეკლასელი სწავლას დაასრულებს,
ონჯოხეთის სკოლაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი მოსწავლე დარჩეს.
ონჯოხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეების კლება სოფელში დაწყებულმა
მიგრაციამ გამოიწვია, რისი მთავარი მიზეზიც, თავის მხრივ,
სოფლამდე მისასვლელი გზის არარსებობაა. უგზოობის გამო მოსწავლეებიც და
პედაგოგებიც დღემდე სკოლაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრს ფეხით
გადიან.
ონჯოხეთის საჯარო სკოლა 1903 წელს აშენდა. თავდაპირველად სკოლის
შენობა ხის იყო, 1990 წელს კი კონტიგენტის გაზრდის გამო მას
დამატებითი შენობა მიაშენეს, თუმცა, მალევე, სოფელი მოსახლეობისგან
დაიცალა და სკოლა დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
სკოლის ეზოში ახლა მხოლოდ ერთი ორსართულიანი შენობა დგას. ხის შენობა
კი აღარ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სკოლის მოსწავლეების რაოდენობას
ერთი ათეულისთვის არ გადაუჭარბებია, სკოლაში ხელმძღვანელებისა და
პედაგოგების ძალისხმევით სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.
ახლა კი პედაგოგები შიშობენ, რომ თუ ის რამდენიმე ოჯახიც, რომლებიც
სოფელში დღემდე შემორჩა, ვანის ცენტრში ან სხვა ქალაქში გადასვლას
მოისურვებენ, მაშინ სკოლას აღსაზრდელები საერთოდ აღარ ეყოლება და
შესაძლოა, ზარიც აღარასდროს დაირეკოს.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები