საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებით შეხვდება (ვიდეო)
18:59 / 14.09.2017
ქუთაისში ახალი სასწავლო წლისთვის აქტიური სამზადისის მიუხედავად,
ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს გარემონტებული საკლასო ოთახები, ზოგან კი
რეაბილიტაციის პროცესში მყოფი შენობა ელოდებათ.
რა ეტაპეა სარეაბილოტაციო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე
ერთი დღით ადრე ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:
ქუთაისის #23-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ელექტრონული
ტენდერი( 170006722) მიმდინარე წლის 10 მაისს, საგანმანათლებლო და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.
602, 537 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაში, ამ საჯარო
სკოლის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფელ მუხიანის და ფარცხანაყანევის
მეორე საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაოებიც იყო გათვალისწინებული.
ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო.
სააგენტომ კი, ხელშეკრულება ივლისს შპს
"მგმ"-მთან
გააფორმა, რომელმაც სკოლების რემონტის სანაცვლოდ განსაზღვრულზე
120 507 ლარით ნაკლები მოითხოვა.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ
სამუშაოები 70 კალენდარულ დღეში ანუ 10 ოქტომბრს უნდა
დაასრულოს.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები