ტურისტებისთვის მეტი, ადგილობრივებისთვის ნაკლები - რა ღირს ტურისტულ ადგილებში შესვლა (ვიდეო)
14:00 / 10.09.2017
იმერეთში და ზოგადად, საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე
ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის განსხავებული ფასი
მოქმედებს.
მაგალითად, სათაფლიის მღვიმეში შესვლა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის
15 ლარი ღირს.
ზრდასრული, საქართველოს მოქალაქეებისთვის შვიდი, 6 წლამდე ასაკის
ბავშვებისთვის უფასოა, ხოლო სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის
5 ლარი.
მიუხედავად განსხვავებული ფასებისა, სათაფლიასა თუ სხვა დაცულ
ტერიტორიას ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. მათმა
უმრავლესობამ დღეს ჩვენგან პირველად გაიგო, რომ მათ ამის
დასათვალიერებლად ორმაგი ფასის გადახდა უწევთ:
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე
ვიზიტორთა რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 726 296
შეადგინა.
აქედან, ვიზიტორთა 58 % (423 528) ქართველია, 42 % (302 768) კი
უცხოელი. წინა წელთან შედარებით ქართველი ვიზიტორების რაოდენობა
28%-ით, ხოლო უცხოელების - 38%-ითაა გაზრდილი.
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა
დამთვალიერებელმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
ჯამში, 2017 წლის პირველ რვა თვეში ტურისტული სერვისებიდან მიღებული
შემოსავლები 73%-ით გაიზარდა და 2 956 645 ლარი შეადგინა.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები