მრავალშვილიანი მამის ცხოვრება სადარბაზოში და ბრძოლა საკუთარი ბინისთვის (ვიდეო)
08:44 / 03.08.2017
ქუთაისში მცხოვრები დავით გვეტაძე საკუთარ სახლში ცხოვრების
უფლებისთვის იბრძვის. 5 შვილის მამა ამბობს, რომ სიცრუის
მსხვერპლია.
უკვე მეორე წელია ჯავახიშვილის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის კარი
დაკეტილია. მრავალშვილიანი მამა კი ამ ხნის განმავლობაში სადარბაზოში,
სხვენში ასასვლელ კიბეებზე ცხოვრობს.
როგორია დავით გვეტაძის საცხოვრებელი პირობები, ნახეთ
ვიდეოსიუჟეტში:
დავით გვეტაძე ქუთაისში 87, 55 კვ.მ ფართის ბინას 1979 წლიდან ფლობდა.
2012 წლის 2 მარტს, 15 000 აშშ დოლარზე, მასსა და შპს "სოლო კრედიტს"
შორის იპოთეკური ხელშეკრულება გაფორმდა. გვეტაძე ამბობს, რომ
ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს.
"მოვიდა ჩემი ნათესავი და მითხრა, რომ 1 500 დოლარი გამოქონდა. შემდეგ
აღმოჩნდა, რომ თანხა 15 000 დოლარი იყო," - ამბობს დავით გვეტაძე.
ნათესავისთვის თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით და სიმართლის
დასადგენად მან საქალაქო სასამართლოს მიმართა.
2013 წლის 14 ივნისს საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა,
თუმცა, გვეტაძის სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეს
გადაწყვეტილება დავით გვეტაძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2013 წლის 15 დემეკემბრს სადაო თანხის საქმე ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაა პალატამ განიხილა. პირეველი და მეორე
ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს გვეტაძის განმარტება
იმის შესახებ, რომ მას იპოთეკის ხელშეკრულება მოტყუებით
დაადებინეს.
თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკიდან მიღებული თანხა
გვეტაძემ სესხად გადასცა ნათესავს, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო
სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე აღიარა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მას დავით გვეტაძის
სასარგებლოდ 21 765 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 2 მარტის მდგომარეობით,
იპოთეკური ხელშეკრულების დადების დროს, გვეტაძეს ფსიქიკური აშლილობა
აღენიშნებოდა.
იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა გვეტაძეს ფსიქიკური პრობლებემი და
შეეძლო თუ არა გაეცნობიერებინა მას ხელის მოწერას რა სამართლებრივი
შედეგები მოჰყვებოდა, სასამართლოს მიერ ექსპერტიზა დაინიშნა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 2013 წლის 15 ნოემბერს დაადგინა, რომ
გვეტაძეს იმ დროისთვისაც და 2012 წლის 2 მარტს, იპოთეკური
ხელშეკრულების დადების დროსაც, ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დავით გვეტაძის ნათესავს
"სოლო კრედიტის" იპოთეკური სესხი ამ დრომდე გადაუხდელი აქვს. თანხის
გადაუხდელობის გამო კი მრავალშვილიანი მამა სახლიდან 2015 წლის 31
აგვისტოს გამოასახლეს.
"გადაწყვეტილება არის აღსრულებული, თანხის გადახდა დაეკისრა გვეტაძის
ნათესავს. ფაქტია ის, რომ გვეტაძის სახლის იყო მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალება. გინდა შპს იყოს, ავტოლომბარდი ან ფიზიკური
პირი, ყველას აქვს დაგირავების და სესხის გაცემის უფლება, ამიტომ
შპს-მ გადაახდევინა მხოლოდ თავნი და დღესაც ეუბნება, რომ თუ თანხას
გადაიხდის, ბინას არ გაუყიდის," - აცხადებს ჩვენთან საუბარში შპს
"სოლო კრედიტის" ადვოკატი, ინგა გიორგაძე.
რაც შეეხება, პიროვნებას, რომელსაც სასამართლომ სადავო თანხის გადახდა
დააკისრა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
მას სასამართლოს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 21 ივლისს ჩაბარდა.
თუმცა, გადაიხდის თუ არა დავით გვეტაძის ნათესავი მასზე დაკისრებულ
თანხას უცნობია. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი მამა კი საკუთარი
უფლებების დაცვას განაგრძობს და სახლის დაბრუნების იმედად რჩება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები