რეაბილტაციიდან 9 თვეში დაზიანებული გზა ნიკეას ქუჩაზე (ვიდეო)
09:45 / 19.07.2017
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზის საფარი
ამოთხრილია.
რა ბედი ეწევა ახლადრეაბილიტირებულ მწყობრიდან გამოსულ გზას ამის
გასარკვევად "ქუთაისიპოსტი" იმ კომპანიებს დაუკავშირდა, რომლებმაც
ტერიტორიაზე წყლისა და გზის სამუშაოები განახორციელეს.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ჯერ წყლის რეაბილიტაცია და შემდგომ გზის,
"საქმილდამშენში" აცხადებენ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა კომპანია
"ესემკას" ეკისრება, რადგან მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს და წყლის
ქსელი გზის დაგებამდე არ მოაწესრიგეს.
"ჩვენ გავაფრთხილეთ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია
"ესემკა" დაესრულებინათ თავიანთი სამუშაო და გვითხრეს, რომ ყველაფერი
მწყობრში იყო, შემდეგ კი ჩვენს მიერ მოწყობილი გზა გადათხარეს. ეს
კომპანია არაკომპეტენტურია, თუმცა ახლა ისინი არიან ვალდებული
თავიანთი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში
სასამართლოში ვუჩივლებთ," - ამბობს კომპანია "საქმილდამშენის"
დირექტორი კობა გაბუნია.
თავის მხრივ, "ესემკაში" ამ ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ
წყლის სისტემის სამუშაოების დასრულებას "საქმლდამშენი" არ დაელოდა და
გზა დააგო.
"ჩვენ ვუთხარით რომ აქ სამუშაოები იქნებოდა ჩასატარებელი და თავად არ
მოიცადეს, იჩქარეს გზის დაგება," - აცხადებს კომპანია "ესემკას"
წარმომადგენელი გიორგი შავიძე.
ურთიერთბრალდებების პარალელურად, ნიკეას ქუჩაზე დაზიანებული გზის
ხელახლა მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა "ქუთაისიპოსტთან"
საუბრისას თავის თავზე არც "საქმილდამშენმა" და არც "ესემკამ"
აიღო.
თუმცა სატელეფონო საუბრიდან მეორე დღეს, ქუთაისის მერიაში
"ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ ნიკეას ქუჩაზე დაზიანებული გზის
საფარის მოწესრიგებას "ესემკა" რამდენიმე დღეში დაიწყებს.
ნიკეას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური რეგიონული
განვითარების ფონდის დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო.
რეაბილიტირებული ქუჩა 2016 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი,
ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები მოეწყო.
ნიკეაზე განხორციელებული პროექტი ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს
ჩაიბარა.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები