ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მცხოვრები,
აფხაზეთიდან დევნილი, გურამ კაკულია დევნილთა სამინისტროს ქულების
უსამართლოდ მინიჭებაში ადანაშაულებს.
ბინის მისაღებად მისი სარეიტინგო ქულა შვიდნახევარს შეადგენდა.
დაახლოებით ერთი თვის წინ მას ოთხნახევარი ქულა ჩამოუვიდა.
გურამ კაკულიასა და მისი ძმა სოციალურად დაუცველებიც არიან და
შემწეობის თანხა 108 ლარს შეადგეს. მის ძმის შშმ პირის პენსია კი 100
ლარია. ის და მისი ძმა თვიდან თვემდე 208 ლარით ირჩენენ თავს.
ის სასტუმრო "თბილისში" მე-5 წელია ცხოვრობს. მანამდე ის ქირით
ცხოვრობდა.
დევნილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ქულები
მონიტორინგის ჯგუფის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ დადგინდება.
დევნილთა და განსახლების სამინიტროს ქუთაისის შტაბში განმარტავენ, რომ
გურამ კაკულიას არ აქვს წარმოდგენილი ის დოკუმენტები, რომლებიც
კონკრეტულ კრიტერიუმებში მას ქულებს მიანიჭებს.
"ეს ხალხი კრიტერიუმების შესაბამისად თუ საჭირო ქულებს დააგროვებს,
ახალ მშენებარე კორპუსებში გათვალისწინებული იქნებიან", - ამბობს
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული
ორგანოს ხელმძღვანელი, გიორგი სანთელაძე.
მისივე თქმით, სასტუმრო "თბილისიდან" დევნილების ერთიანი გაყვანა არ
იგეგმება, რადგან შენობაზე ექსპერტიზის დასკვნა არაა იმის შესახებ,
რომ ის ნგრევადია.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები