საქართველოში ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორებისთვის და
მეწარმეებისთვის, შესაძლოა გადასახადების ზედა ზღვარი გაიზარდოს
ან არსებულს ახალი დაემატოს. თუმცა, ამ გადაწყეტილების მიღება
რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს.
ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლს 2010 წელს დაემატა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა,
აღნიშნული მუხლი უცვლელად დატოვა.
ქუთაისში მეწარმეებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ამის შესახებ
ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად, საკითხზე საუბარი უჭირთ.
მოსახლეობის აზრით კი, ხელისუფლება ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს და
საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
კონსტიტუციის 94-ე მუხლის უცვლელად დატოვებას ემხრობიან "ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის წარმომადგენლობაში.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ ჩანაწერის ამოღება ადგილობრივი და
უცხოელი ინვერსტორებისთვის გარკვეულ რისკებს გაზრდის, რაც მათ
ინვესტიციების განხორცილებისგან თავის შეკავების საფუძველს
მისცემს.
ექსპერტთა ნაწილი კონსტიტუციიდან 94-ე მუხლიდან ამ ჩანაწერის საერთოდ
ამოღებას და არა გადავადებას ემხრობა, რადგან მიაჩნიათ, რომ უცხოელი
ინვესტორებისთვის ეს პრიორიტეტი არაა. მთავრობას კი საჭიროების
შემთხვევაში ლავირების საშუალება უნდა ჰქოდეს.
ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის რისკების ზრდაზე საუბარს
გადაჭარბებულს უწოდებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარე.
რომან კაკულია ამბობს, რომ ამ ეტაპზე 94-ე მუხლის რედაქცია არ
შეიცვლება, თუმცა, შესაძლოა, გარდამავალ დებულებაში მიეთოთოს ვადა,
რომლის გასვლის შემდეგაც საბოლოო შედეგის მიღწევის ბერკეტი
ხელისუფლებას დარჩება.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით
მიმდინრე წლის 23 ივნისს მიიღო. მას მხარი 115-მა პალამენტარმა
დაუჭირა, რომელთაგან 114 "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო.
საბოლოო, მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები