ქუთაისში მცხოვრები ოჯახი წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს დაზიანებული კედლის აღდგენას ითხოვს (ვიდეო)
13:10 / 29.05.2017
ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრები ახალაძეების ოჯახი, ამავე
ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს ეზოს დამცავი
კედლის აღდგენას ითხოვს.
ქუთაისში ვაჟა-ფშაველას და მასთან ერთად კიდევ 4 ქუჩის ბეტონის
საფარით კაპიტალური შეკეთების სამუშაოები შპს MJM-მა განახორციელა.
ამისთვის კი მერიამ ელექტრონული ტენდერი (SPA130012078) 2013
წლის ივნისში გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 995 702 ლარი
გახლდათ. თუმცა, MJM-მა ამ სამუშაოების შესრულებაში მერიისგან 839 999
ლარი მიიღო.
2013-2016 წლებში კომპანია ქუთაისის თვითმმართველობის გამოცხადებულ
ტენდერებში აქტიურად მონაწილეობდა. სატენდერო ხელშეკრულებების
თანახმად, ამავე პერიოდში შესრულებულ სამუშაოებში კომპანიამ
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 4 479 357 ლარი მიიღო.
2013 წელს შპს MJM ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში
გამოცხადდა გამარჯვებულად, 2014 წელს 3 მათგანში, ხოლო 2015-2016
წლებში მხოლოდ თითო-თითო ტენდერში.
კომპანია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა სიაშიც მოიხსენიება. 2014 წლის 3
ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებისთვის შპს
MJM-მა 60 000 ლარი შეწირა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება
„ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.
რაც შეეხება, საყრდენი და დამცავი კედლის რეაბილიტაციას,
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში ამისთვის საპეციალური მუხლი არსებობს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ფინანსურ დოკუმენტში ამ მიზნით
გამოყოფილი თანხები იზრდება. მაგალითად, 2015 წელს მერიამ საყრდენი და
დამცავი კედლის რეაბილიტაციისთვის 78 000 ლარი, 2016 წელს 190 000
ლარი, მიმდინარე წელს კი 200 000 ლარი გამოყო.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები