ცხოვრება 100 ლარით - "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
09:39 / 08.05.2017
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა
თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე
სადისკუსიო შეხვედრებს.
რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი გააჟღერონ
თავიანთი პრობლემები და მათთვის საინტერესო საკითხები.
აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის
ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა
სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო
ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია
მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.
***
რუბრიკის შემდეგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები მადონა
დავითულიანი, რომელიც უკვე ხუთი წელია სოციალური დახმარების
გარეშე ცხოვრობს.
მისი თქმით, წლების წინ დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნეს, რომ
მისმა შვილმა საზღვარი გადაკვეთა.
მადონა დავითულიანს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და
ყოველდღიურად ძვირადღირებულ მედიკამენტებს საჭიროებს, რომელთა
შეძენასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს.
მისი ერთადერთი შემოსავალი, პირველი ჯგუფის
ინვალიდობის 100 ლარია. ასაკობრივი პენსია კი ჯერჯერობით
არ ეკუთვნის.
როგორ ცხოვრობს მადონა დავითულიანი მედიკამენტებისა და
სოციალური დახმარების გარეშე, ნახეთ ვიდეო:
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები