ვიდეო
ქუთაისის მერიის ტენდერები და ხელფასის გარეშე დარჩენილი მუშები (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ტენდერებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დავალება მისცა.
"მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს, უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზრისით, რომ თუკი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, რეაგირება იყოს უმკაცრესი", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.


პრემიერის ამ განცხადების პასუხად, ქუთაისის მერი ამბობს, რომ ქალაქში ეს პრობლემა არ არის. შოთა მურღულია მხოლოდ ერთადერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ტენდერში გამაჯვებულმა კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასი არ გადაუხადა. თუმცა, აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა კომპანიის სამეწარმეო საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ მოტუებული მუშების მოთხოვნები ნახეთ სიუჟეტში:



ავტოქარხნის დასახლებაში სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე ქუთაისის მერიამ 499 126 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი 2014 წლის 10 ივლისს გამოაცხადა. ტენდერით სამი სამშენებლო კომპანია შპს "ნიუ კონსტრაქშენი", შპს "ჯი აი თი -2007" და შპს "კავკასუსინვესტი" დაინტერესდა. თუმცა, მერიამ ხელშეკრულება შპს "ჯი-აი თი 2007"-თან გააფორმა.

კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს "ლინი" აიყვანა, რომელთანაც მუშებმა ხელშეკრულება გააფორმეს.

საბავაშვო ბაღის მშენებლობაზე 9 ბრიგადა მუშაობდა, ხელფასი კი ამ დრომდე არც ერთ მათგანს მიუღია. მუშებმა თანხის მიღების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მუშების პროცესზე შპს "ჯი-აი თი 2007"-სა და "ლინის" წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. როგორც გაირკვა, "ლინი" ამჟამად აღარ არსებობს, "ჯი-აი თი 2007" კი პასუხისმგებლობას იხსნის და იმ მოტივით, რომ თანხა ქვეკონტრაქტორს გადაუხადა, მუშებისთვის დავალიანების ანაზღაურებას "ლინს" აკისრებს.

საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ორივე კომპანია კარგად გამართული თაღლითური სქემით მუშაობდა.

ქუთაისიპოსტი ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დეტალებს შემდგომში შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება სხვა შემთხვევას, სადაც ანალოგიური პრობლემა გამოვლინდა, ეს ქუთაისში რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერია. მასში გამარჯვებულ კომპანიას შპს "გეგი" მერია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებოდა, რისთვისაც მას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის 165 818,93 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს "გეგის" მსგავსად, მერია ხელშეკრულებით ნაკისრი ვადებულებების შეუსრულებლობას სს "იბერია-21", შპს "სამი ძმა+", "საბა 2010", "მსმ გროუპი", "Euro Group"-სა და "ფაუნა 2007"-ს ედავებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.