ორმაისობას ამღერებული იმერეთის გუბერნატორი (ვიდეო)
დღეს ქუთაისში გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ღონისძიება გაიმართა. ქუთაისობის დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში მიმდინარე ღონისძიებეს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე სიმღერით შეურთდა.
(ვიოდეო - მირიან ბერულავა)
ორ მაისს ქუთაისქალაქობის, იგივე გვირილობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს."გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება .გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა. 2 მაისს ქუთაისი საკუთარ იდენტობას აღნიშნავს და თავს ახსენებს დანარჩენ საქართველოს როგორც დიდი ისტორიის, რესურსის და პოტენციალის ქალაქი, რომელსაც აწმყოშიც მნიშვნელოვანი როლის აღება შეუძლია.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები