ქუთაისელები დიდგორის ომის დღის უქმედ გამოცხადებაზე - ვიდეოგამოკითხვა
08:50 / 24.03.2017
ქუთაისელები დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას
ემხრობიან. მათი აზრით, დავით აღმაშენებელი იმსახურებს ამ თარიღის
უქმე დღედ გამოცხადებას, თუმცა ქვეყანაში ისედაც ბევრი დასვენების
დღეა.
"დიდგორის ამბავი პატარა ამბავი ხომ არ იყო, ხალხმა უნდა გაიგოს",
"ყველაზე დიდი ომი იყო", "ძალიან ბევრი დასვენების დღეები გვაქვს" -
ამბობენ ქუთაისელები.
ნახეთ ამ საკითხზე ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული
ვიდეოგამოკითხვა:
საქართველოში ოფიციალურად უქმედ 17 დღეა გამოცხადებული. შესაძლოა, მათ კიდევ ერთი
დაემატოს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის
ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს "საქართველოს დიდი გამარჯვების" დღედ
გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი დაუჭირა და პარლამენტს
წარუდგინა.
კანონპროექტს პირველი მოსმენით, მიმდინარე წლის 23 მარტს,
პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. 90 დეპუტატი მომხრე იყო, ერთი კი
წინააღმდეგი.
მსოფლიოში ყველაზე მეტი დასვენების დღე
ინდოეთშია. ამ ქვეყანაში 21 ოფიციალური უქმე დღეა. დასვენების დღეების
რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე 18 დღით ფილიპინები და კოლუმბიაა,
მესამეზე კი ჩინეთი 17 უქმეთი. აღმოჩნდა, რომ საქართველო, ასევე 17
უქმე დღით, ჩინეთის გვერდით დგას.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები