ევროპული ნაგავსაყრელი ქართული წინააღმდეგობით (ვიდეო)
12:54 / 04.03.2017
სოფელ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, რასაც 6 სოფლის
მოსახლეობა აპროტესტებს.
პროექტს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, გერმანულ მხარესთან
თანამშრომლობით ახორციელებს. უწყებაში ამბობენ, რომ საერთაშორისო
დირექტივების თანახმად, ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად
მოეწყობა. თუმცა, ამის შესახებ სოფელ ჭოგნარში არაფერი იციან.
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა
დაიწყოს. სოფლის მოსახლეობა სამუშაოების დაწყებისთანავე საპროტესტო
ტალღის განახლებას აანონსებს.
მათ ამ მიზნით რამდენიმე აქცია ჯერკიდევ გასულ წელს მოაწყვეს და
პეტიციაც შეადგინეს, რომელსაც 3000–მდე ხელმომწერი ჰყავს. თუმცა,
მოსახლეობის მოთხოვნა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.
ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ ამ თემაზე მომზადებული
სპეციალური რეპორტაჟი:
რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ნაგავსაყრელისა და ნარჩენების მართვის
კუხით? როგორია ერთის მხრივ საზოგადოების, ხოლო მეორეს მხრივ
სახელმწიფოს როლი, სტრატეგია და სამოქმედო გეგმები? რა ვალდებულებს
უყენებს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება და არსებული კანონდებლობა?
- აღნიშნულ საკითხებზე იხილეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულიგადაცემა.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები