"ღამით მოდიან და ყრიან" - თვითნებური ნაგავსაყრელი ნიკეას ქუჩაზე (ვიდეო)
08:46 / 06.03.2017
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე თვეა ინერტული მასალა და
სამშენებლო ნარჩენები უკონტროლოდ იყრება.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სააგენტოში კი ფაქტზე რეაგირებას
ქუთაისიპოსტის შეტყობინების შემდეგ გეგმავენ.
ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:
ნარჩენების კოდექსის მიხედვით, გარემოს დაბინძურებისთვის განსაზღვრული
ჯარიმის რაოდენობა დანაგვიანებული ტერიტორიის ფართობის, ნარჩენების
მოცულობასა და სახეობაზეა დამოკიდებული.
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით
ჯარიმდება, ხოლო, 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ნარჩენის უკანონოდ დაყრის
შემთხვევაში, ფიზიკურ პირს ჯარიმის სახით 300 ლარის გადახდა მოუწევს.
იურიდიულ პირს კი 1000 ლარის.
რაც შეეხება ინერტული ან სამშენებლო ნარჩენების უკონტროლოდ დაყრას, 1
მ3-მდე მოცულობის ასეთი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ფიზიკური პირის
200 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით
გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო
იურიდიული 1500 ლარით ჯარიმდება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები