სტვენა და შეძახილები საქართველოს პარლამენტში (ვიდეო)
13:25 / 24.02.2017
პარლამენტში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვას
უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება მოხდა.
"აირბინეთ სოლოლაკში," - ასე მიმართა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო
უმრავლესობას.
უმრავლესობის მხრიდან, ერთ-ერთმა დეპუტატმა კოლეგებს სტვენით
უპასუხა.
ოპოზიციის განხცადებით, ეკა ბესელიამ, რომელმაც კანონპროექტი
წარმოადგინა, არც ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული მოსაზრება
გაითვალისწინა. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ბესელია
კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთას არსულებს.
"მას ძალიან კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა აქვს, რომ ე.წ. მოსმენების
გასაღები სუს-ის მფლობელობაში დარჩეს. კერძოდ, გომელაურის და
შესაბამისად ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში," - აცხადებს თინათინ
ბოკუჩავა.
რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", პარტიის წარმომადგენლებმა ხსდომა
დროებით დატოვეს. ისინი ამ დროისთვის კონსულტაციებს გადიან და
შესაძლებელია, მიიღონ გადაწყვეტილებამ, რომ დღევნდელი განხილვა
საერთოდ დატოვონ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები