ვიდეო
ცხოველური ნარჩენები მდინარე რიონში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნარჩენებით მდინარე რიონის დაბინძურების ფაქტს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი იკვლევს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივმა მცხოვრებმა ფოტოზე ასახა.

მისი მტკიცებით, ფაქტი ნიკეას ქუჩაზე არსებულ ცხოველთა სასაკლაო შპს "ნიკორა 2015"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამჟამად ამ ადგილზე.



მდინარეში გადაყრილ ცხოველურ ნარჩენებს სანომრე ნიშანი აქვს. ტერიტორიაზე მძაფრი სუნია.


მოქალაქის მიერ გადაღებული ფოტო

როგორც გაირკვა, ნიკეას ქუჩაზე ცხოველთა სასაკლაო შპს "ნიკორა 2015" ოთხი წელია მოქმედებს. საწარმოში უარყოფენ, რომ მდინარეში გადაყრილი დაკლული პირუტყვის ნარჩენები მათ ეკუთვნით. სასაკლაოს ფინანსური მენეჯერის მტკიცებით, ნარჩენების კონსერვაციას სპეციალურად გამოყოფილ, მოსახლეობისგან მოშორებულ ადგილზე ახდენენ.

"ძალიან რთულია ვინმესკენ ხელი გავიშვიროთ, თუმცა ამ ტერიტორიაზე არსებობენ კერძო პირები, რომლებიც კუსტარული წესით ეწევიან მსგავს მომსახურებას და შესაძლებელია, ეს ნარჩენები მათი გადაყრილი იყოს," - ამბობს სასაკლაოს ფინანსური მენეჯერი, ეთო ჩუმაშვილი.

შპს "ნიკორა 2015"-მა ქუთაისიპოსტს უფლება მისცა  სარეგისტრაციო ჟურნალში ბოლო ერთი თვის მონაცემები გადაემოწმებინა. ფოტოზე ასახული დაკლული პირუტყვის ნიშანზე მითითებული ნომერი იქ არ აღმოჩნდა.

სასაკლაოს ფინანსური მენეჯერის მტკიცებით, საწარმოს რეგულარულად ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო და გარემოს ზედამხევდელობის სამსახური.

ქუთაისიპოსტთან საუბარში სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ნომრის საშუალებით მფლობელის იდენტიფიცირება შესაძლებელია, თუმცა ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. უწყებაში ფაქტს დანაშაულად აფასებენ და ამბობენ, რომ შეისწავლიან.

ზედამხედველობის დეპარტამენტს ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ქუთაისიპოსტმა მიაწოდა. უწყებაში ამბობენ, რომ ნიკეას ქუჩის იმავე მონაკვეთზე, ცხოველური ნარჩენების დიდი რაოდენობით მდინარის დანაგვიანების ფაქტი, ერთი კვირის წინაც გამოვლინდა. მიაჩნიათ, რომ რიონს სასაკლაოს წარმომადგენლები აბინძურებენ. "ნიკორა - 2015-ს" სამართალდარღვევის ოქმი უკვე შეუდგინეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, იურიდიული პირი 20კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანებისთვის 500 ლარით ისჯება, ხოლო 20კგ-ის ზევით - 1000 ლარით.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, საწარმოს ტერიტორიის დასუფთავებაც დაევალოს.

რაც შეეხება, მოქალაქის მიერ გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილ სანომრე ნიშანს, დეპარტამენტში ამბობენ, რომ მისი მფლობელის შესახებ ინფორმაციას მოიკვლევენ და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.