მეორე ტური ჭიათურაში - კანდიდატები ბრალდებებით და გამარჯვების მოლოდინით (ვიდეო)
10:27 / 20.10.2016
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის
მოსაპოვებლად ორი კანდიდატი - სულხან მახათაძე და თემურ გაფრინდაშვილი
აქტიურად ემზადებიან.
კანდიდატები საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს დადებითად აფასებენ
და ამბობენ, რომ კენჭისყრის პროცესებმა მუნიციპალიტეტში მშვიდ
გარემოში ჩაიარა. თუმცა, იმ ფაქტს, რომ 50% - იანი ბარიერი ვერცერთმა
მათგანმა ვერ გადალახა, სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის #56 ოლქში ქუთაისიპოსთან საუბარში ამბობენ,
რომ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 43786 მოქალაქედან არჩევნებზე
22369 ამომრჩეველი მივიდა.
"არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩეველთა 51 % მივიდა, არც ერთ უბანზე
არ დაწერილა საჩივარი და მშვიდ გარემოში ჩაიარა ყველაფერმა," -
ამბობენ ჭიათურის #56 საოლქო საარჩევნო კომისიაში.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სულ 58 საარჩევნო უბანია და
კომისია არჩევნების მეორე ტურისთვის მზადაა.
ჭიათურაში, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ
ტურში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა სულხან
მახათაძემ ხმების 34,35%, ხოლო "ირაკლი ალასანია – თავისუფალი
დემოკრატების" კანდიდატმა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა 19,11% მიიღო.
საარჩევნო კანონის თანახმად, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი
კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა
მიიღეს, არჩეულად კი დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ
ხმას მიიღებს.
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 2016
წლის 30 ნოემბერს ჩატარდება.
იმერეთის რეგიონში, ჭიათურის გარდა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე
ტური ზესტაფონსა და ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქებშიც
გაიმართება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები