ქუთაისში სასტუმრო "ხვამლის" შენობაში მცხოვრები დევნილები
ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
სიდუხჭირე, ნახევრადდანგრეული კედლები და ანტისანიტარია - ამ
პირობებთან შეგუება ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 60
ოჯახს 1992 წლიდან უწევთ.
ისინი უსაფრთხო ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფას ორი ათეული წელია
უიმედოდ ელოდებიან.
"ყოველდღე შიშით ვათვალიერებთ აივნებსა და კედლებს, ვამოწმებთ უფრო
ხომ არ დაზიანდა," - ამბობენ სასტუმრო "ხვამლში" მცხოვრები
დევნილები.
აფხაზეთიდან დევნილები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ირწმუნებიან, რომ
ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ხელისუფლებას განცხადებით
არაერთხელ მიმართეს.
"არ ვიცი ამაზე გაჭირვებულად რომელი დევნილი ცხოვრობს ქუთაისში, თუმცა
მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯერი არ დადგა," - აცხადებენ დევნილები.
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ
პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი,
გია სანთელაძე ამბობს, მისთვის ცნობილია სასტუმრო "ხვამლის" შენობაში
მცხოვრებთა პრობლემები, თუმცა ჯერჯერობით მათი განცხადებები განხილვის
ეტაპზეა.
"მათ მიერ შევსებული განაცხადები, ქულებთან ერთად, ეგზავნება კომისიას
და ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ როდის საჭიროებს
ფართით დაკმაყოფილებას," - ამბობს გია სანთელაძე.
თუმცა, ის არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, "ხვამლში"
დასახლებულთაგან თუ რამდენმა დევნილმა ოჯახმა შეიტანა განაცხადი
ალტერნატიული ფართის მოთხოვნაზე.
სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
ტერიტორიული ორგანოს ინფორმაციით, ქუთაისში დევნილების ალტერნატიულ
ფართებში გადანაწილება მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება.
გია სანთელაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ
საცხოვრებელი ბინები "ხვამლში" მცხოვრებ დევნილებზეც განაწილდეს,
თუმცა კონკრეტული ფართის მიმღები ოჯახების სია, მისთვის ამ დრომდე
უცნობია.
20 ივნისს დევნილთა მსოფლიო დღე აღინიშნება. დანიის ლტოლვილთა საბჭოს
მონაცემებით, საქართველოში 263 000 იძულებით გადაადგილებული პირი
ცხოვრობს.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები