ვიდეო
საზეიმოდ გახსნის შემდეგ გაზი მხოლოდ სამ ოჯახს მიეწოდება (ვიდეო)
FaceBook
სოფელში, სადაც გაზგამანაწილებელი ქსელი ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ათი დღის წინ საზეიმოდ გახსნა, ბუნებრივი აირი  მხოლოდ სამ ოჯახს მიეწოდება.

გაზგამანაწილებელი სისტემის ამუშავება ცენტრალური და ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში მიმდინარე წლის 3 ივნისს აღნიშნეს.



ამავე დღეს, გაზი მხოლოდ სოფლის ცენტში მცხოვრებ ჭკუასელების ოჯახში აინთო.

"ჯერ ჩვენთან შემოიყვანეს გაზი, თუმცა დაგვპორდნენ, რომ მალე მთელს სოფელს მიეწოდება," - ამბობს ლია ჭკუასელი.

საოცნებო ლურჯი ცეცხლი არ ანთებულა სოფელ ტოლებში მცხოვრებ დანარჩენ 150 ოჯახში.



გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოები სოფელში ერთი წელია რაც დასრულდა.

ტოლებში, ისევე როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემავალ სხვა სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოებს "სოკარ გაზის" წარმომადგენლები ახორციელებენ, რისთვისაც ჯამში 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

"სოკარ ჯორჯია გაზი"- ს ინფორმციით, სოფელ ტოლებში დარჩენილი 150 ოჯახის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოხდება მხოლოდ მათი მხრიდან სემეკის მიერ დადგენილი განაცხადის შევსების შემდეგ.

"სოკარ ჯორჯია გაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, სოფელ ტოლებიდან სულ შესულია 21 განაცხადი,
აქედან, 3 ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია, 2 ოჯახის გაზიფიცირება დასრულდება 3 დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი 16 ოჯახისთვის გაზიფიცირების სამუშაოები განაცხადის მიღებიდან 40 დღის ვადაში დასრულდება.

სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის ერთ წერტილზე დაერთების საფასური თითოეულ ოჯახზე 400 ლარია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.