ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე ნაგავსაყრელის მშენებლობას
არ დაუშვებენ
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა
ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივებისა და "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის"
წარმომადგენლების შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჭოგნარის მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე ნაგავსაყრელის მშენებლობას
არ დაუშვებს.
"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" წარმომადგენლები კი აცხადებენ,
რომ ნაგავსაყრელისთვის ჭოგნარი-გოდოგანის გზა ყველაზე ოპტიმალური
ადგილია.
მასალის გამოყენების პირობები