ქუთაისში განჯის ქუჩის პირველი ჩიხის მოსახლეობის თქმით, საბჭოთა
პერიოდის შემდეგ ქუჩის რეაბილიტაცია არ მომხდარა.
განჯის ქუჩაზე ამორტიზებულ გზის საფარს სანიაღვრე სისტემის
გაუმართაობაც ემატება, რის გამოც უამინდობის დროს ადგილობრივების
საცხოვრებელი სახლები მთლიანად იტბორება.
მიმდინარე წელს ქუთაისში 60-მდე ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ამ
ქუჩების ჩამონათვალში კი განჯის ქუჩა არ მოხვდა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ განჯის ქუჩაზე გზის საფარის
რეაბილიტაციისთვის შესაბამისი თანხების მოძიება ვერ მოხდა.
რეზი ბურჯანაძე
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები