ვიდეო
"ურბანიზაცია ესმით უკუღმა, ქუთაისში უკვე მივიღეთ საშინელება"
FaceBook
"ასე ქაოსურად თუკი გაგრძელდა ქალაქში მშენებლობები, ათი წლის შემდეგ აქ იქნება ჯოჯოხეთი, ვერც ისუნთქებ და ფეხითაც ვერ გაივლი", - გვიყვება ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, კონსტანტინე ჭარხალაშვილი.
იგი წლების განმავლობაში ქუთაისში, ტურიზმის დეპარტამენის ხელმძღვანელი იყო. იხსენებს, რომ ქალაქში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს ისტორიული ატრაქციები და სიძველეები ხიბლავდა.

დღეს კი, ამბობს, რომ ქუთაისში ეს  სიძვლეები ნადგურდება. მიაჩნია, რომ მშენებლობებს არ უნდა შეეწიროს  ქალაქის არც ისესახე, არც ისტორია და არც სილამაზე.

"ჩვენ უკვე მივიღეთ საშინელება, როდესაც სინაგოგის წინ (გაპონოვის ქუჩა) ამხელა სასტუმრო რომ წამოჭიმეს. კი ბატონო ქალაქში მშენებლობები უნდა იყოს, მაგრამ მე არ ვიცი რა არის ეს. ის რაც დღეს ქუთაისში ხდება ამ კუთხით, არის სრულიად უგემოვნობა", - აღნიშნავს ჭარხალაშვილი.

მისი თქმით, ათეული წლების წინ, ე.წ. ებრაელების უბანი განსაკუთრებული იყო. თითქმის ერთნაირი ზომის და ულამაზესი ფასადის მქონე შენობებით, რომელსაც უძველესი ეკლესებია გადაჰყურებდა. ახლა, მაღლმა შენობებმა დაფარა ქალაქის და სიძველის ულამაზესი ხედები.

კონსტანტინე ჭარხალაშვილს გუწლი წყდება, რომ ქუთაისში არ გამოიძებნა ერთი ადამიანიც კი, რომელიც ქალაქის სიძველეებზე იზრუნებდა.

"ქალაქებს მერია იმიტომ ჰყავს, რომ თავს უყრის სპეციალისტებს, რომელიც ქუთაისში ძალიან ბევრია. იქნებ შევკრიბოთ ეს ხალხი და ვკითხოთ რა ეშველება ქალაქს და როგორი უნდა იყოს მისი ხვალინდელი დღე. რთულია ამის გაკეთება? ათასს სისულელეში რომ ვხარჯავთ ფულს, განა ნაკლებად მნიშვნელოვანია ეს?!", - განმარტავს ჭარხალაშვილი.

ის თვლის, რომ ქალაქს სტრატეგიული განვითარების გეგმა უნდა უნდა ჰქონდეს, რომელიც, თავის მხრივ, ურბანულ განვითარებასაც გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალური ბაღის
რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს
ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია
აქვს.
13:34 / 23.01.2025
ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია აქვს.
საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც -
ასე უსწორდება
12:55 / 23.01.2025

საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც - ასე უსწორდება "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.